...

250 9 0
                                    

ლევანი

 კიბეზე სწრრაფად ჩავირბინნე და მანქანისკენ წავედი. არ ვიცი, რატომ გადმოვულაგე მთელი ჩემი ცხოვრება ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალებით. სანდროს არ მოეწონებოდა, ფიქრობს, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება, ჩემ შესახებ ყველაფერი იცოდეს. ,,საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით, ჩვენ ძმობას ამყარებს, იცოდე'', - მისი საყვარელი ფრაზაა ჩემთან დაკავშირებით. მაგრამ ახლა სანდრო ნაკლებად მაინტერესებდა. ენჯის ჩემი საიდუმლო გავუმხილე. მძიმე ტვირთისგან გავთვისუფლდი და ეს მაგარი შეგრძნებაა. სანდრომ ყველა დეტალი იცის ჩემი ბიოგრაფიიდან, სულ ჩემ გვერდით იყო, ცხოვრების ყველა ეტაპზე, მაგრამ მასთან ასე გულწრფელად მაინც ვერ ვისაუბრებდი. ალბათ იმიტომ, რომ სანდრო ყველას იცნობდა - დემეტრეს, ლილეს, დედას, მეგის და, რაც მთავარია, მე მიცნობდა კარგად. ენჯი კი სულ სხვაა. ვუყვებოდი და ვიცოდი, ხვდებოდი, რომ, უბრალოდ, მისმენდა, როგორც სხვა ნებისმიერ უცნობს მოუსმენდა. ზედმეტი კითხვაც არ დაუსვამს, ის მიიღო, რაც მე ვუთხარი. რა კარგია, რომ ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა! თუ შემომიხტა დაუკითხავად? როგორც უნდა იყოს, მისმა გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ცვლილებები შემოიტანა. მაგარია!

 სასტუმროშ დავბრუნდი და დაძინება ვცადე. ალბათ მთელი საათი ვფიქრობდი ენჯიზე და ხვალინდელ საღამოზე. გვიან დამეძინა და ენჯი მესიზმრა. ლამაზი სიზმარი კი იყო და ბედნიერს გამეღვიძა. ოჰ, ენჯი, ეენჯი! ფიქრები აღარ გეყო და სიზმრებსიც შემომისახლდი.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now