ბატონი შალვა

767 28 2
                                    

ლევანი

 ყველაზე მეტად გაურკვევლობას ვერ ვიტან. ჩემი ცხოვრების ბოლო საათები კი ერთი დიდი გაურკვევლობაა. მხოლოდ ის გავიგე, რომ მას ენჯი ჰქვია. და ამით რა? ვერანაირ ენჯის ვერ ვიხსენებდი და არც მისი ხმა მეცნობოდა. ადამიანებს კი უმეტეს წილად ხმით ვიმახსოვრებ - ღამის კლუბის განათების ფონზე ძნელია სახის ნაკვთების დამახსოვრება. ენჯის ისეთი ხმა ჰქონდა, ისეთი... ვნებიანი. დიახ, ვნებიანი სწორედ ის სიტყვაა, რომელიც მის ხმას შეეფერება. რაღაც მომენტშ მომინდა, რომ მართალი ყოფილიყო, რაც მომწერა. მაგრამ ამ გაურკვევლობის გამო ძალიან ცუდად ვიყავი, თითქოს სუნთქვაც მიჭირდა. ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი მერონა მისი ვინაობის დასადგენად. როგორ გამეგო, ვინ იყო? ან რატომ მეთამაშებოდა? ვისთვის მიმემართა ამის გასარკვევად?

 ევრიკა! გამახსენდა ადამიანი, ვისაც ჩემი დახმარება შეეძლო. შალვა, რომლის დაც ერთხელ ბარში სტუმრობისას, რბილად რომ ვთქვათ, ,,შარს ავარიდე". შალვა ჩვენს ბარს ხშირად სტუმრონდა. ,,მისი დის გადარჩენისთვის" მილიონი მადლობა გადამიხადა და ფინანსური დახმარებაც შემომთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი თავვისი სავიზიტო ბარათი დამიტოვა, ნებისმიერ დროს დამირეკე, თუ დაგჭირდებაო. მას შემდეგ ჩვენთან აღარ გამოჩენილა, არც შალვასა და არც მისი დის თაობაზე არაფერი გამეგო. ახლა მჭირდება ყველაზე მეტად ამ ადამიანისა და მისი პროფესიის დახმარება - შალვა კერძო დეტექტივი იყო.

 სახლში მოსულმა ყველა გაზეთი გადმოვყარე, რაც კარადის უჯრაში მქონდა შეჩუქრთული და მათ შორის შალვას სავიზიტო ბარათის ძებნა დავიწყე. მალე ვიპოვე, რასაც ვეძებდი, და აღარ მიფიქრია, პირდაპირ დავრეკე. სამი ზარის შემდეგ მიპასუხა:

 -გისმენთ!

 -გამარჯობა, შალვა. ლევანი ვარ, - ვუთხარი და როცა მივხვდი, ვერ გამიხსენა, დავამატე. - ,,მირაჟიდან".

 -აჰ, გამარჯობა, - მცირე პაუზის მერე მიპასუხა, ალბათ ჩემს გახსენებას ცდილობდა, - რამ შეგაწუხა, ლევან?

 -მითხარი, თუ დახმარება დაგჭირდა, დამირეკეო... - დავიწყე დაბალ ხმაზე. არ მიყვარდა ვინმეს შეწუხება ან რაღაცის თხოვნა, მაგრამ ამ გაურკვევლობის ატანა არ შემეძლო, - მაგრამ სანამ თხოვნაზე გადავალ, მანამ გკითხავ: ტელეფონის ნომრის მიხედვით მფლობელის შესახებ ინფორმაციის გაგება შეგიძლია?

 -რა თქმა უნდა, შემიძლია, - მითხრა კმაყოფილი ხმით, თითქოს უფრო რთულ თხოვნას ელოდა, - მაგრამ თუ რამენაირად კლუბს ეხება, არ მინდა, მაგაში გავერიო. გავიგე, რომ მეპატრონეს პრობლემები აქვს და მალე გაყიდვასაც აპირებს. სწორად გამიგე, ლევან, მე...

 -არა, არა, კლუბი არაფერ შუაშია, პირადულია, - სწრაფად შევაწყვეტინე, - ერთი გოგოს შესახებ ინფორმაციის მოპოვება მინდა, მხოლოდ ტელეფონის ნომერი ვიცი და სახელი.

 -ახლა გასაგებია, - ჩაეცინა შალვას, - მაგის გაგება მარტივად შემიძლია, თან მახსოვს, რომ შენთან ვალში ვარ.

 -ჩემთან ვალში არ ხხარ, - წარბები შევყარე, არ მინდოდა ეფიქრა, რომ ვალის დაბრუნებას ვთხოვდი, მე მისი და სრულიად შემთხვევით გადავარჩინე მთვრალი უცნობისგან. - უბრალოდ, თ შეგიძლია, დამეხმარე.

 -ვიცი, არ გიყვარს მაგ საკითხზე საუბარი, - ხმა შეეცვალა შალვას, - მაგრამ მაშინ მართლა ძალიან დამეხმარე, ამის აღნიშვნა მინდოდა, სხვა არაფერი. გავარკვევ და ელექტრონული ფოსტით გამოგიგზავნი.

 -კარგი, შალვა, დაველოდები.

 -მაინც რა გაინტერესებს? - ინტერესით იკითხა.

 -ყველაფერი, რისი გაგებაც შეგიძლია, - ვუთხარი და მერე ხმადაბლა დავამატე: - თუ ჩემთან ვალში გრძნობ თავს, ჩათვალე, რომ გადაიხადე. 

 -კარგი, ლევან, ყველაფერს უმოკლეს ვადაში გავარკვევ და გამოგიგზავნი, - მერე ნაჩქარევად დაამატა: - ახლა უნდა გავიდე, დროებით.

 -მშვიდობით, შალვა, - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე, დარწმუნებულმა, რომ აღარასდროს დავურეკავდი. ახლაც ვინანე დარეკვა. მაგრამ... ჯანდაბა! მჭირდებოდა გამეგო, ენჯი ვინ იყო, ჰაერივით მჭირდებოდა. ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ენჯის ნომერი მივწერე და დავფიქრდი. ნეტა შეძლებდა შალვა ჩემს დახმარებას?

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now