...

234 6 2
                                    

ლევანი

სისხლი ჩავაბარეთ და თითქმის ძალით შევჩურთე ტაქსიში სავახშმოდ წასაყვანად. გაოცებულ ტაქსის მძღოლს უთხრა, მამობის პერსპექტივამ დააბნიაო. ნეტა სულ ორსულობაზე ხუმრობს? ან ასეთ ტყუილებს უცებ როგორ იგონებს? იმედია, ასე მხოლოდ მე მეხუმრება, სულაც არ მინდა, ნებისმიერ მამრში თავისი მომავალი შვილის მამა დაინახოს.

რესტორანში ისეთი მაგიდა შევარჩიე, ხმაურს და ხალხმრავლობას რომ არ შევეწუხებინეთ, და ვახშამი შევუკვეთე. სანამ შეკვეთას მოიტანდნენ, ენჯის გადავხედე.

-ენჯი, მოდი რაღაცაზე შევთანხმდეთ, ისე მოვიქცეთ, როგორც მეგობრები. ერთმანეთის შესახებ რაღაცეები ვიცით, მათ შორის, საიდუმლოებიც. ის ტყუილი დავივიწყოთ და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, დღეს კი გულახდილობის საღამო მოვაწყოთ. რას იტყვი?

-კარგი, - დავეჭვდი, ასე ადვილად დამთანხმდა.

-გულახდილობაზეც თანახმა ხარ? - მაინც დავაზუსტე.

-კი, დღეიდან არანაირი ტყუილი. ისედაც ცუდად ვარ იმ ტყუილის გამო და ნუ გამახსენებ, გთხოვ, - თვალი გამისწორა და გამიღიმა.

თავის დაქნევით დავეთანხმე. შეკვეთა მოიტანეს და უსიტყვოდ მივირთვით ვახშამი. ენჯიმ ცოტა-ცოტა ყველაფერი მოწიწკნა. მისი აღნაგობის კვალობაზე არა უშავდა

სახლში წასვლისას, გზად წვენები და შოკოლადი ვიყიდე.

-ლიფტი თუ კიბე? - არჩევანის წინაშე დავაყენე. - მეათე სართულია.

-მაშინ ლიფტი, დღეს არ მაქვს სიმაღლეებთან შეჭიდების ძალა, დაღლილი ვარ, - აღიარა.

ლიფტი გამოვიძახე და სანამ ველოდებოდით, კედელზე მიყრდნობილ ენჯის დავაკვირდი. პირველად ნანახი ენჯისგან არაფერი დარჩენილიყო. წონაში დაეკლო, ყოყები ფერმკრთალი ჰქონდა და თვალები ნაღვლიანი. ღიმილისას სახეზე გაჩენილი ფოსოც კი სადღაც გამქრალიყო. უნებურად თავი გავაქნიე.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now