...

456 17 8
                                    

 თვალი გავახილე, მობილურს დავხედე და გამეღიმა. 06:58.ორი წუთით დავასწარი მაღვიძარას. საწოლიდან გამოვძვერი და ფეხშიშველი სამზარეულოში გავტანტალდი. მარტო ცხოვრების უპირატესობები - როგორც გინდა, იარე სახლში, როცა გინდა, დაიძინე და თუ გინდა, საერთოდ არაფერი ჭამო. დედის წუწუნის მოსმენაც არ გიწევს უჭმელობასა და თბილად ჩაცმაზე.

 ყავა მოვიდუღე და დღევანდელი დღის გეგმები ჩამოვთვალე: 

 1. სამსახურში წასვლა - რა თქმაუნდა;

 2. შესვენებაზე ლაიას ნახვა - უსიკვდილოდ;

 3. ღონისძიებისთვის უკანასკნელ დეტალებზე შეთანხმება - ყველაფერი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო. სიურპრიზებს ვერ ვიტანდი;

 4. ჯანოსთან დარეკვა ან, თუ დრო გამომიჩნდებოდა, მასთან შევლა;

 5. საღამოს თუ მოვასწრებდი, რაიმე სადა, სეზონის შესაბამისი კაბის ყიდვა;

 6. გაუთვალისწინებელი წვრილმანები.

 ყავა დავლიე და აბაზანას მივაშურე. 20 წუთში მზად ვიყავი. ტყუილია, რომ ამბობენ, ქალებს საათები სჭირდებათ მოსამზადებლადო.

 კიბე სწრაფად ჩავირბინე და ქუჩას გავუყევი. პირველსავე ვიტრინასთან შევჩერდი და საკუთარ გამოსახულებას დავაკვირდი. მერე თმა შევისწორე და დავინახე, შიგნიდან შუახნის კაციროგორ დაბნეულად მიყურებდა. ალბათ ეგონა, სახლში სარკე არ მქონდა, და ამიტომ ვიყენებდი ყოველთვის მისი მაღაზიის ვიტრინას.

 გზა ღიმილით გავაგრძელე. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჩემი დღის გეგმები თავდაყირა დადგებოდა და ბოლოდან დაიწყებოდა, ანუ გაუთვალისწინებელი წვრილმანებიდან, რომელსაც წვრილმანები ნამდვილად არ ეთქმოდა.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now