საქართველო-საბერძნეთი

659 19 0
                                    

ლევანი

 შალვასთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, დავმშვიდებულიყავი, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ რამეს გაარკვევდა. მაღაზიაში წავედი პროდუქტების შესაძენად. უნებურად საბავშვო სექციასთან შევჩერდი. ნუთუ მალე მეც მომიწევდა მსგავსი რაღაცეების ყიდვა? მე და მეოჯახე კაცი? გამეცინა. იქნებ მართლა სასიკეთოდ შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება? ოჰ, ენჯი, ენჯი, სულ შენ გამოა, თავგზააბნეული ათას სისულელეზე რომ ვფიქრობ.

 სახლში მალევე დავბრუნდი. პროდუქტების ამოლაგება დასრულებული არ მქონდა, ჩემი მობილური რომ ახმაურდა. ეკრანს დავხედე. სანდრო მირეკავდა, ჩემი მეგობარი. ეკრანს თითი გავუსვი და ხმამაღალ რეჟიმზე ჩავრთე:

 -გისმენ!

 -სალამი, ძმაო, რავა ხარ?

 -ნორმალურად, სანდრო, - ვუთხარი და პროდუქტების ამოლაგება გავაგრძელე, - რამ შეგაწუხა? ისევკლუბის ივენთები გაინტერესებს? - ვკითხე, რადგან სანდროს ხმაურიანი გართობები და მოდური წვეულებები ძალიან მოსწონდა და ხშირად იყო ჩემი კლუბის სტუმარი.

 -რა ივენთები, შეჩემა, დღეს კალათბურთია, ორი ბილეთი გავაძრე და მეთქი, ლევანი წამოვა. აბა, წამოხვალ?

 -იცი, სანდრო... - უარის თქმის მიზეზის ძებნაში პაუზა გავაკეთე და სანდრომაც ისარგებლა:

 -არავითარი უარი! ვიცი, რომ კვირაობით არ მუშაობ. წამოდი, ძმაო, ეა, თამაშის მერე სადმე შევუბეროთ ძველებურად - მე, შენ და ჯეკა... - რა თქმა უნდა, ,,ჯეკ დენიელსი'' იგულისხმა.

 -კაი, მაგრამ ,,ჯეკის'' გარეშე, მხოლოდ თამაშზე წამოვალ, - ამ დროს ლუდის ქილა ხელიდან გამივარდა, - ჯანდაბა!

 -ე, ბიჭო, რა გჭირს? - სანდროს ხმაში გაღიზიანება დაეტყო. ვერ იტანდა, მასთან საუბრის პარალელურად სხვა რაღაცასაც თუ აკეთებდი, მხოლოდ მისი სიბრძნეებისთვის უნდა მესმინა. - მე მელაპარაკები თუ რას აკეთებ საერთოდ? 

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now