71:72

637 24 0
                                    

 კაფეში ყველაფერი კარგად მიდიოდა. უპრობლემო დღის შემდეგ გადავწყვიტე, ცოტა ადრე წავსულიყავი, რომ კალათბურტისთვის დროულად მიმესწრო. ,,აჭარა ნეთში" შვიდისთვის" - მომწერა ჯანომ. რომ არ დამეგვიანა, ტაქსიტ წავედი. ჯანოს გარდა, იქ მისის მეგობრები - ბექა და გიო იყვნენ. ლაიას ისევ ვერ დავუკავშირდი, ამიტომ მარტო მომიწევდა ბიჭების ღრიანცელის ატანა. თან ალბათ ერთ ტონა ლუდს შეხვრეპდნენ. ლუდი ვერაფრით დავამუღამე, რა!.. ისევ არყით მერჩივნა გამოთრობა, ვიდრე გასართობად ან თუნდაც გასაგრილებლად ლუდი მეყლურწა.

 -ენჯი, ძმაო, სალამი, - ფეხზე წამომიდგა ბექა, მხარზე ისე ძლიერად დამკრა ხელი, ლამის მომაგლიჯა.

 -მე წელი მტკივა და ვერ ავდგები, - ამომხედა გიომ და მოსალმების ნიშნად ხელი გამომიწოდა. ხელი მსუბუქად დავკარი და მის გვერდით დავჯექი. ბიჭებს უკვე შეეკვეთათ ლუდი. ეკრანზე ჩანდა, როგორ ემზადებოდნენ ნაკრებები მოედანზე გამოსასვლელად. დარბაზი თანდათან ხალხით ივსებოდა. მე ცივი ჩაი მოვითხოვე და შეკვეთის მოლოდინში ტელეფონს ჩავაცქერდი. იქნებ ლაიას გადაეფიქრა და მოსულიყო. დარბაზი თანდათან ახმაურდა. თავი ავწიე და ეკრანს მივაშტერდი, თამაში დაწყებულიყო. ყურადღება თამაშზე გადავიტანე და შიგადაშიგ ვცდილობდი, ჯანოს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ საეჭვო იყო, იმ ღრიანცელში რამე გაეგო. მხარზე ბექას ხელს ვგრძნობდი, ჩვენების ქულის აღსანიშნავად. მგონი, ეს გოგოდ მართლა ვერ აღმიქვამს. აი, გიო წყნარად იჯდა. მაგას საერთოდ რამე აინტერესებს ნეტა? ყველგან დამჟავებული სიფათით როგორ არის?!. რისთვის იღლის ტვინს, დავიჯერო, ბექას ღრიალი ევასება? ჯანოს გავხედე. თვალებით მეკითხებოდა, რა გჭირსო. არაფერი-მეთქი, თავი გადავაქნიე და ძალდატანებით გავიღიმე.

 პირველი მეოთხედი შესვენებისას ეკრანზე მაყურებლები გამოჩდნენ ახლო ხედით, ოპერატორი მათ ემოციის დაჭერას ცდილობდა. აი, ეს მომენტი მიყვარს ყველაზე მეტად - გულშემატკივართა გულრწფელი ემოცია! ყველა ღრიალებდა და ხელს კამერებისკენ იქნევდა. კადრი ერთ ბიჭზე შეჩერდა, საერთო აღტაცებას არ იზიარებდა და მობილურს ჩასცქეროდა, რაღაცას კითხულობდა თუ წერდა. მის გვერდით მჯდომმა ახალგაზრდამრომელსაც ყელსახვევი და დროშა ყელზე ერთდროულად შემოეხვია, ხელზე მოქაჩა და რაღაც უთხრა, მანაც თავი ასწია და კამერას ამოხედა. სწორედ ამ დროს ახალი შეტყობინება მომივიდა.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now