ბედნიერება თუ ვედრება?

268 12 0
                                    

ენჯი

 ჩემი გადამრჩენელი სანდრო აღმოჩნდა. რამდენადაც მივხვდი, სანდროს იგივე ფუნქცია ჰქონდა ლევანისთვის, როგორც ჩემთვის - ლაიას. სასწრაფოდ ცხელი შხაპი მივიღე, ცხელი ჩაი დავლიე და თბილად შეფუთნული დივანზე მივწწექი. ზარის ხმამ გამომაფხიზლა. კარამდე ძლივს მივედი. ლაია აღმოჩნდა, არრც გამომსალმებია, ისე დაიწყო:

 -კონურსისთვის სამი ფოტო შევარჩიე და შენი აზრი მაინტერესებს, - ცოტა პაუზა გააკეთა და მერე დაამატა, - ასევე შენი ნებართვაც.

 -ნებართვა? - გავიკვირვე, ისევ თბილ პლედში გავეხვიე და დივანე მოვკალათდი.

 -ჰო, ნებართვა. იმიტომ, რომ შენი ფოტოებია, და ლევანისაც.

 -ჩემი გოტოები?.. - კიდევ უფრო გამიკვირდა. ნეტა როდის მოასწრო ჩემთვის ფოტოების გადაღება საკონკურსოდ? მით უმეტეს ლევანისთვის.

 -ახლავე გაჩვენებ, - ნოუთბუქი ჩართო და გვერდით მომიჯდა. მერე ფოტო მაჩვენა,იმ დღეს იყო გადაღებული, როცა მე და ჯანო წვიმაში ვცეკვავდით. ჯანოს ხელები  გაეშალა და იცინოდა, ძძალიან ბედნიერი ჩანდა და ასეთი კმაყოფილი სიცილი იშვიათად მინახავს მის სახეზე; მე მის წინ ვიდექი ფეხშიშველი, მისი ეტლისკენ ოდნავ დახრილი და ხელები ისე მქონდა წინ გაწვდენილი, თითქოს წამოდგომას ვთხოვდი. მეც ვიცინოდი და მეც ბედნიერი სახე მქონდა.

 -ამ ფოტოს ,,ბედნიერება'' დავარქვი, ეტლში მჯდომი ბიჭი და გოგო წვიმაში ცეკვავდნენ ბედნიერი სახეებით; ამ ფოტოს კი ,,ვედრება'' - მეორე ფოტო მაჩვენა. ეს ფფოტოც იმ დღეს იყო გადაღებული. მე ჯანოს ზურგს უკან ვიდექი თავდახრილი და ორივე ხელი ეტლის სახელურისთვის ჩამევლო, ჯანოს ხელები ერთად შეეყარა, როგორც ლოცვისას აკეთებენ (თუ ღმერთისკენ?) მიემართა. წეღანდელი ბედნიერების ნაცვლად, სახეზე ორივეს სევდა გამოგვსახოდა და ისე ჩანდა, თიითქოს ჯანო მართლა ევედრებოდა ღმერთს სასწაულს. გამახსენდა ეგ დღე. ბედნიერები კი ვცეკვავდით, მაგრამ ბოლოს ჯანო ისევ დანაღვლიანდა. მისი ბედნიერება სრულყოფილი აღარასოდეს იქნებოდა.

 -აბა, რა იტყვი, თანახმა ხარ? - ფრთხილად მკითხა ლაიამ.

 -ეგ ჯანოსთანაც უნდა შეათანხმო, შენ თუ გინდა გაგზავნა მე წინააღმდეგი არ ვარ. ჯანოსთან შეთანხმების გარეშე ნუ გაგზავნი, - ჩავისრუტნე, უკვე ყელიც მტკიოდა, - მაგ დღეს გავცივდი, სხვათა შორის, ნეტა ჯანო როგორაა?

 -დავურეკე და კარგად ვარო. მესამე ფოტო არ გაინტერესებს? 

 -კიდევ გაქვს რამე?

 მესამე ფოტოდან ლევანი მიმზერდა. კინგის საღამოზე გადაეღო, მაგიდასთან იჯდა ყავის ფინჯნით ხელში და კამერასს უმზერდა. მუქი ჩრდილები გადაჰკრავდა სახეზე და კაფეს განათების ფონზე მისი თვალების სიკაშკაშე არ ჩანდა. ჰო, მართლა, მითქვამს, რომ ლევანს კაშკაშა ლურჯი თვალები აქვს?! სურათზე ძალიან ნაღვლიანად გამოიყურებოდა და, ღმერთო! ისეთი სიმპათიური იყო...

 -სიმართლე გითხრა, ეს ფოტო საკონკურსოდ არ გადამიღია. ამ ფოტოს ჰქვია ,,ბიჭ, რომელმაც არ იცცის, რომ ატყებენ'', - გაიკრიჭა ლაია. ოხ, ლაია, რა! ზოგჯერ რა მწარე ხარ... 

 -სხვათა შორის, უკვე იცის, - კანკალის დასაძლევად პლედში უფრო საგულდაგულოდ გავეხვიე, - ეგ ფოტო დამიტოვე, რა , და ჯანოს აუცილებლად შეუთანხმდი.

 -კარრგი, შევუთანხმდები, - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და წასასვლელად მოეემზადა, - ჰო, მართლა, კარგი პროგრამისტი ხომ არ იცი? ძველ ნოუბუქში რაღაცები წამეშალა და იქნებ აღვადგინო.

 -ვიცი, მაგრამ ძალიან უცნაური ტიპია, - მიშა გამახსენდა.

 -არა უშავს, შენ ნომერი მომწერე და დანარრჩენს მე მივხედავ.

 -როგორც გინდა, - მეც ავდექი და ლაიას გასაცილებლად კარისკენ წავლასლასდი.

 ლაია წავიდა, მე კი დავრჩი მარტო, ჩემს ფიქრებთან ერთად. თუმცა რატომ მარრტო? ნოუთბუქიდან მთელი ღამე მიმწერდა ნაღვლიანი ლევანი.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now