...

254 13 0
                                    

 ჯანოსთან წვიმაში ცეკვამ თავისი კვალი დამიტოვა - გავცივდი. მართალია, სანამ სამსახურში დავბრუნდებოდი, სახლში შევიარე და გამოვიცვალე, მაგრამ მაინც მაცემინებდა და თავიც მტკიოდა. სამსახურში რომ მივედი, შევამჩნიე - ჯეირანი, მისი მეგობარი მზარეული მაკა და საბა რაღაცას ჩურჩულებდნენ. ჯეირანის ყოფამ ამ დროს კაფეში გამაკვირვა. უცებ მომეჩვენა, რომ ჩემზე საუბრობდნენ, თითქოს გავიგონე კიდეც ჩემი სახელი. რა სისულელეა, თავი გავაქნიე, საბა ჩემზე ჯეირანთან არ იჭორავებდა.

 გვიანობამდე შევრჩი კაფეში. სახლში დავბრუნდი და ჩაი დავლიე ლიმონით. მაინც რა ახრიება იყო წვიმაში ცცეკვა?! გამეცინა ჩენს სისულელეზე და ჯანო მოვიკითე, მაინტერესებდა, ისიც ხომ არ გაცივდა. პასუხად გავიგე, რომ ნინია მისულიყო წამლებით და უვლიდა. ხედავ შენ, ნინიას?! გაღიმებულმა ჩავრთე ნოუთბუქი  და ელექტრონული ფოსტა შევამოწმე.

 Facebook-ზე შევედი. ლევან ქართველიშვილი - ჩავწერე საძიებოში. რამდენიმე შედეგი მიჩვენა. ლევანის გვერდზე გადავედი. ფოტოებისა და სტატუსების სიმრავლით ლამდვილად არ გამოირჩეოდა. მაგრამ ფოტოებს ბევრი გამოხმაურება ჰქონდა გოგონების მხრიდან, ალბათ ღამის კლუბიდან იცნობდა. ენჯი, შეწყვიტე ეჭვიანი შეყვარებულივით მოქცევა და ახლავე დაასრულე ეს ტყუილი: ,,მაპატიე'', მივწერე სასწრაფოდ, რომ არ გადამეფიქრა და ათიოდე წამში ის ფოტოც გავუგზავნე, რითაც დაიწყო ყველაფერი.

 რამდენიმე წუთი დაველოდე. არაფერი მოუწერია.

 ,,ლევან, მითხარი რამე'' - მივწერე ათიოდე წუთში. ოასუხი არ იყო. სხვა შეტყობინებებიც უპასუხოდ დატოვა და ზარსაც არ უპასუხა. ესეც ასე! დასრულდა.

 პიჟამა ჩავიცვი, კლასიკური მუსიკა ჩავრთე და ლოტოსის პოზაში იატაკზე დავჯექი. ზღვის შემდეგ, კლასიკური მუსიკა და იოგა მშველოდა ყველაზე მეტად. ახლა, შუაღამისას და გაცივებული, ზღვაზე ვერ წავიდოდი. მმუსიკას ვუსმენდი და ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა თვალები ცრემლით. მერე დახუჭული თვალებიდან გადმომიგორდა ცრემლები. ვერანაირი მუსიკა, ზღვა და იოგა ვერ მიშველიდა. უკვე ხმამაღლა ვტიროდი იატაკზე მობუზული. დაასრულდა. ის დასრულდა, რაც არც კი დაწყებულა. მაგრამ ყველაფერს დავთმობდი, რომ გაგრძელებულიყო. გულამომჯდარი მივტიროდი ლევანს - ადამიანს, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გაურკვევლად შემოვიყვანე.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now