მირაჟი

382 16 0
                                    

 ხინკალი გადმოვიღე და წიწაკით გავაშავე. მთელი დღის უჭმელი ვიყავი, მაგრამ ჭამა არ მინდოდა. ჩანგლით ხინკლის ჩიჩქნა დავიწყე. როგორ და სად გავიცანით ერთმანეთიო, მკითხა. ახლა გავაცნობიერე ჩემი მდგომარეობის სიმძიმე. ამაზე მანამდე უნდა მეფიქრა და რამე დამაჯერებელი ტყუილი მომეგონებინა. ახლა რაღა ვქნა? ჯანდაბას, ვეტყვი სიმართლეს! ალბათ ლაია მომკლავს, მაგრამ ჯობია, ისევ მეგობარმა მომკლას, ვიდრე ვიღაც უცნობმა, თუნდაც ჩემი მომავალი შვილის პოტენციურმა მამამ. პირი დავაღე, მაგრამ არ ვიცოდი, საიდან დამეწყო, ამიტომ ლიმონათი მოვსვი და თითებს დავუწყე წვალება.საიდან დავიწყო? იქნებ ის სტატუსი ვაჩვენო Facebook-იდან და ყველაფერს თავად მიხვდეს. ტელეფონი ავიღე და ეკრანზე თითი გავასრიალე. მობილური ხელიდან გამომტაცა  და თავისი ტელეფონის გვერდით დადო მაგიდის კიდეში.

 -იქნებ შეეშვა მობილურს, ენჯი, და დალაპარაკება ვცადოთ? - ხმადაბლა ლაპარაკობდა, მაგრამ ხმაში აღელვება ეტყობოდა. - ამხელა გზა იმისთვის გამოვიარე, რომ რაღაც მაინც გავარკვიო. მესმის, ვერაფერი საამაყო საქციელია იმის აღიარება, რომ არაფერი მახსოვს. მით უმეტეს, რთულია ვაღიარო, რომ შენ არ მახსოვხარ! არ მახსოვს შენი სექსუალური ხმა (მე რა, სექსუალური ხმა მაქვს?), შენი ღიმილი, შენი თმა, სურნელი. შენისთანა გოგოს ვერგახსენებაა ყველაზე საშინელი ჩემთვის. ათასჯერ გამოვმთვრალვარ, ზოგჯერ დაბოლილი ვყოფილვარ, ზოგჯერ მთელი ღამე ფეხზე დგომისგან, გადაღლილობისა და უძილობისგან გონება დამბინდვია, მაგრამ დილით მაინც ყველაფერი მახსოვდა. იმ ღამეს რა ჯანდაბა დავლიე ასეთი, არ ვიცი, მაგრამ მართლა არაფერი მახსოვს. საერთოდ არაფერი! ამიტომ გთხოვ, უბრალოდ, მომიყევი, რატომ და როგორ აღმოჩნდი იმ ღამეს ,,მირაჟში''? გთხოვ...

 რაო? ,,მირაჟ'' ახსენა? ახლა შემიძლია რაღაცის ,,გახსენება''. ეს ხომ ერთადერთი ღამის კლუბია, სადაც ოდესღაც ვყოფილვარ. ის მაინც ვიცოდი, ,,სად გავიცანით ერთმანეთი''.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now