გათავისუფლება

461 18 0
                                    

ლევანი 17/09/2018 წელი, ორშაბათი

 ორშაბათს დილით, თითქმის უძილო ღამის შემდეგ, გაბრუებულს გამეღვიძა. ერთი ფინჯანი ყავა დავლიე და კლუბში წავედი, რომ ერთკვირიანი გათავისუფლება მეთხოვა. სანდროს ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ მომიხდა ბინაში ჩამეკეტა, იმის იმედით, რომ მალე მოვიდოდი.

 კლუბის მენეჯერს ჩემი ადრიანად დანახვა გაუკვირდა და თვალებით მკითხა, რა ხდებაო, თან საათისკენ მანიშნა იმის საჩვენებლად, რომ ადრე მივედი. ყველას ხელის აწევით მივესალმე. როგორც კი მენეჯერს მივუახლოვდი, პირდაპირ საქმეზე გადავედი: 

 -ერთი კვირით სამსახურიდან გათავისუფლება მინდა.

 -რამე მოხდა? - დაეჭვებით მკითხა.

 -პირადი პრობლემებია, - თვალი ავარიდე.

 -ლევან, ხომ იცი, ამ დროს გათავისუფლება, თან ერთი კვირით, არ შემიძია, - მწუხარე სახე მიიღო და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.

 -შენც ხომ იცი, ვანო, ძალიან რომ არ მჭირდებოდეს, არ გთხოვდი? - წყენა დამეტყო.

 -შენ ხომ ამდენი ხნით წასვლა არასდროს გითხოვია? სად ვიპოვო ასე უცებ გამოცდილი ბარმენი?

 -სწორედ იმიტომ, რომ არასდროს მითხოვია გათავისუფლება,არ მისარგებლია შვებულებით და სამსახურში არ დამიგვიანია, იქნებ ვიმსახურებ ერთკვირიან დასვენებას? - ჩემს ხმას ბრაზი გაერია. 

 -კარგი, მაგრამ სამ დღეზე მეტი არ შემიძლია, - სამი თითი აღმართა ჩემ წინ ვანომ. 

 -მე ერთი კვირა მჭირდება! - ვთქვი მკაცრად.

 -მომავალ მეპატრონეთან პრობლემები შემექმნება, თითქმის ყოველდღე დადის აქ. მეც გამიგე, რა, ლევან... - თავის შეცოდებაზე გადავიდა.

 -მაშინ გამათავისუფლე, - ვუთხარი მტკიცედ. უკვე ყელში ამომივიდა ეს სამსახური და სულ არ ვაპირებდი კუდის ქიცინსახალი მეპატრონისთვისთავის მოსაწონებლად. ეგებ აქდან წასვლა ჩემთვის უკეთესიც ყოფილიყო.

 -რაო? - აშკარად არ ელოდა აეთ პასუხს.

 -გამათავისუფლე, ვანო, გამათავისუფლე - ან ერთი კვირით, ან სამუდამოდ, - ვუპასუხხე უდარდელად.

 -კი მაგრამ, ლევან...

 -ვანო, შენი სურვილის მიუხედავად, მე მაინც წავალ, - გავაწყვეტინე, - მომავალ ორშაბათს მოვალ. მანამდე გადაწყვიტე, მტოვებ თუ არა სამსახურში. როგორც შენს ახალ უფროსთან ურთიერთობას გამოადგება, ისე მოიქეცი, მე არ მეწყინება.

 პასუხს აღარ დაველოდე, ზურგი ვაქციე და კარისკენ წავედი. რაღაც მომაძახა, მაგრამ აღარ მივბრუნებულვარ, დამშვიდობების ნიშნად ხელი დავუქნიე და იმწამს ამღერებულ ტელეფონს დავხედე. სანდრო მირეკავდა.

 -სად ხარ, შეჩემა, რომ გამომკეტე აქ მოტაცებული პატარძალივით და დატყდი, რა წესია?

 -რა იყო, სანდრო, მარტო ყოფნის შიში გაქვს თუ რაშია საქმე? - ხუმრობა ვცადე.

 -სად ჯანდაბაში ხარ, არ იტყვი? - ყვირილზე გადავიდა.

 -გზაში ვარ, სანდრო, მალე მოვალ, - ჩავძახე და ტელეფონი გავთიშე. კლუბს ავხედე და ამოვიოხრე. 5 წელი ვმუშაობდი აქ და ვერ ვიფიქრებდი, ასე უცებ, დაუფიქრებლად თუ მომინდებოდა აქედან წასვლა. იქნებ მართლა მჭირდებოდა ჯერ კარგი დასვენება და მერე ახალი სამსახური? თუ ამასაც ენჯის გამო ვაკეთებდი? ისევ ენჯი. რატომ ხდებოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს მას ვუკავშირებდი? გოგოს, რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრა და ადგილის დაკავება მოეხერხებინა.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now