სიურპრიზი ჯანოსთვის

251 10 0
                                    

ენჯი, 21/09/2018 წელი, პარასკევი

 როგორც კი ლევანი თვალს მიეფარა, ლაია ხელის კვვრით შევაგდე კაბინეტში.

 -რა ჯანდაბა გჭირს? - შევუტიე იმწამსვე.

 -რა მჭირს?! - უნიჭოდ შეიცხადა.

 -რატომ დაპატიჟე ჯანოს იუბილეზე ლევანი? - ჩემი უკმაყოფილების მიზეზი ჩამოვუყალიბე. - შენ არ მეუბნებოდი, სიმართლე უთხარი და დაასრულე ყველააფერიო?

 -სიმართლის თქმა კი გითხარი, დასრულებაზე არაფერი მიტქვამს, - დააზუსტა ლაიამ, თუ ამ ურთიერთობის გაგრძელება გინდა, მალე უნდა უთხრა სიმართლე, ტყუილში გატარებული ყოველი დღე თქვენი ურთიერთობის გაგრძელების შანსს ამცირებს, ეენჯი, ამას კი უნდა ხვდებოდე.

 -ვხვდები, ვხვდები! - ნერვიუად ჩამოვისვი სახეზე ხელი. - მაგრამ ვერ ვეუბნები, გესმის? არ შემიძლია ვუთრა, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მიამბო. მე...

 -ზუსტად მაგ ყველაფრის გამო უნდა უთხრა, დაფიქრდი და მიხვდები, რომ მართალი ვარ, - მკაცრად შემაწყვეტინა, - ახლა კი მორჩი ემოციების ფრქვევას და ჯანოსთან წასასვლელად მოემზადე.

 ამ გოგოს ზოგჯერ ვერ ვიტანდი! სულ რომ მართალი იყო და ყველაფერს პირდაპრ მეუბნებოდა, მაგიტომ. ადამიანებს ხომ გვიყვარს ტყუილი, რა მოხდება, რომ ზოგჯერ შენც მოიტყუო, ლაია?

***

 ზუსტად თორმეტ საათძე  მე, ლაია და ბექა ტორტითა და შუშხუნებით ჯანოს ბინაშ შევედით. ამას შევარდნა უფრო ერქვა, რადგან ბექამ კარი ლამის შეამტვრია, ლაია კი ხმამაღალი სიმღერით, რომელიც ყროყინს უფრო ჰგავდა, შიგნით შეხტა. ჯანო მშვიდად გვიყურებდა, ეტყობა,ელოდა სიურპრიზს, ამიტომ აღარ გვიმღერია დაბადების დღის მისალოცად. მე ტორტი მაგიდაზე დავდე, ბექამ და ლაიამ კი ღრიალი შეწყვიტეს. ბექამ ოთახი მოათვალიერა.

 -ე, ბიჭო, რატომ არ გაგიკვირდა?

 -იმიტომ, რომ მე ვუთხარი თქვენი მოსვლის შესახებ, - ოთახში შემოიძურწა გიო.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now