იუნგიმ რამოდენიმე დღე მომცა გადაწყვეტილების მისაღებად. ისინი ჩემზე ნერვუულობენ გასაგებია. მაგრამ მაინც რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს დღეები ჩემს ოთახში გავატარე. არც საჭმელად გავდიოდი, ოთახში ვჭამდი. არც ველაპარაკებოდი ბიჭებს. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე და დღეს ვეტყვი. ბიჭები ერთ საათში მოვლენ და ვახშმის დროს ვეტყვი ყველაფერს.
ბიჭების მოსვლის ხმა გავიგე. და ქვემოთ ჩავედი.
იუნგის გაუკვირდა ჩემი ნახვა 3 დღის შემდეგ. მიუხედავად იმისა რომ ვიცი ვენატრებოდი განმარტოვებისთვის დრო მომცა.მარი:გადაწყვეტილება მივიღე როცა მზად იქნებით სასადილო ოთახში შემოდით.
იუნგი: კარგი.დაახლოებით 10 წუთის შემდეგ რომელიც 10 საათად მომეჩვენა ბიჭები სასადილო ოთახში შემოვიდნენ და თავიანთი ადგილები დაიკავეს.
მარი: ბევრი ვიფიქრე ყველაფერზე. და გადავწვიტე...ჯონქუქს გავყვები ცოლად.
იუნგიმ ნუგეშის ნიშნად ხელი ხელზე დამადო.
იუნგი: დამიჯერე ყველასთვის ასე აჯობებს.
ჯონქუქს შევხედე და მე მიყურებდა შემდეგ კი თავი დამიქნია.
იუნგი: სახლის საქმეს თეჰიონი და ჯიმინი მიხედავენ, ქორწილს კი ჩვენ.
მარი: არ შეიძლება აქ ვიცხივრო?
იუნგი: ასე ეჭვი შეეპარებათ თქვენს ურთიერთობაში. მხოლოდ ერთი წელი.
ჯინი: ნუ ნერვიულობ ხშირად გესტუმრებით, ამ უჟმურთად დიდხანს მარტო არ დაგტოვებთ.
ჯონქუქმა ჯინს მკვლელი მზერით შეხედა.
ჯინი: ასე რატომ მიყურებ თავადაც იცი როგორი საშინელი ხასიათი გაქვს.
ნამჯუნი: კარგი ყველაფერი მოგვარდა ახლა ვჭამოთ თორემ ვეღარ ვითმენ.
ყველას ჩაგვეცინა და ვახშმობას შევუდექით.
იუნგი: არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.
მარი: კარგი. თბილას გავუღიმე.როდესაც ვახმობას მოვრჩით ყველა თავის ოთახისკენ წავიდა. მეც ჩემი ოთახისკენ გავეშურე.
უკვე გამოვიცვალე, მოვწესრიგდი და დაწოლას ვაპირებდი როდესაც ჩემს კარზე დააკაკუნეს.
მარი: შემოდი!
იუნგი: იმედია არ გეძინა.
მარი: არა არ მეძინა.
იუნგი: კარგია, მინდოდა ორიოდე სიტყვა მეთქვა შენთვის.
მარი: რა არის?
იუნგი: პირველ რიგში მიხარია ეს გადაწყვეტილება რომ მიიღე. მშვიდად ვიქნები რადგან საიმედო ხელში ხარ. და კიდევ მინდა ჯონქუქზე გითხრა ორიოდე სიტყვა.ის არც ისეთი ცუდია შენ როგორიც გგონია. მას ამის მიღმა თავისი ისტორია აქვს რომელსაც თავად გეტყვის როცა თავს საკმარისად კომფორტულად იგრძნობს. ჯონქუქსაც ველაპარაკე. თქვენ არ გექნებათ ისეთი ურთიერთობა რომელიც ჩვეულებრივ წყვილს აქვს. სხვადასხვა ოთახებში დაიძინებთ, შეგიძლიათ მეორე ნახევარიც იყოლიოთ ან რაიმე მსგავსი მაგრამ აქ მთავარია რომ თქვენს შორის მეგობრული ურთიერთობა იყოს. რათა თანაცხოვრება შეძლოთ.
მარი: გასაგებია, თუ ისიც თანახმაა მეგობრობაზე მე უარს არ ვიტყვი.
მეგობრობა, თავში მხოლოდ ეს სიტყვა მიტრიალებდა. მე ხომ ის მომწონდა. მაგრამ ეს ვერასოდეს მოხდება. მას სხვანაირი გოგონები მოსწონს და არა სუსტი და დაუცველი როგორიც მე ვარ. ის ბევრად ლამაზ პარტნიორს იმსახურებს.
ამ საუბრის შემდეგ იუნგი გავიდა მე კი ფიქრებმა იმდენად ჩამითრია რომ ვერც მივხვდი როდის ჩამეძინა.
YOU ARE READING
Encounter || JJK X MARI
Fanfictionრა დაემართება გოგონას რომელიც ოჯახმა მხოლოდ იმიტომ გაყიდა რომ გოგო იყო? . . იპოვის ის ნამდვილ ოჯახს? . . რა კავშირი ექნება მას მაფიის ბოს ჯეონ ჯონქუქთან? . . ეს ფიკი უბრალო გოგონაზეა რომელსაც დაბადებიდან ბედმა საშინელი ბედისწერა არგუნა.