თავი 11

45 7 8
                                    

ქორწილი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, მადლობა ღმერთს ყველაფერმა კარგად ჩაიარა თუ ჯეონის სულელურ საქციელს არ ჩავთვლით.

ჯონქუქი: ჰიონ ჩვენ წავალთ.
იუნგი: კარგი თავს გაუფრთხილდით.
მარი: მომენატრები.
იუნგი: არ ინერვიულო ხშირად გესტუმრებით.
მას გადავეხვიე შემდეგ დანარჩენებს. ჯონქუქის მანქანისკენ მივდივართ. ზუსტად იმ დროს როცა უნდა ჩავმჯდარიყავი ჩემს ფეხსაცმელს ქუსლი მოსძვრა.
მარი: ჯანდაბა.
ჯონქუქი: რა მოხდა?
მარი: ფეხსაცმელი გამიფუჭდა. მეც აღარ დავაყოვნე ფეხსაცმელი გავიხადე და ისე ჩავჯექი მანქანაში. რის გამოც დავიტანჯე რადგან ამხელა კაბის თრევა არაა მარტივი.
მთელი გზა ჩუმად გავიარეთ. სულ მალე კი მანქანა ულამაზეს სახლთან გაჩერდა.
ჯონქუქი: მოვედით.
მანქანიდან ძლივს გადმოვედი. ის კი არ მელოდებოდა. კარი როცა გააღო არც კი დატოვა ღია რომ შევსულიყავი.

ძლივს შევედი სახლში. ძალიან ლამაზია მაგრამ ამხელა სახლი რად გვინდოდა ისედაც ერთი წელი ვიცხივრებთ აქ.

მარი: ჩემი ოთახი სადაა?
ჯონქუქი: ზემოთ ჰოლს გაუყევი მარჯვენა შენია მარცხენა ჩემი არც კი გაბედო ჩემს ოთახში დაუკითხავად შესვლა.
მარი: არც მჭირდება. ავედი ჩემს ოთახში. მადლობა ღმერთს ნათელი ოთახია. ჩემი ტანსაცმელიც მოუტანიათ უკვე. კაბა გავიხადე და კომფორტულ პიჟამოში გამოვეწყვე.

ვინაიდან არ მეძინებოდა გადავწყვიტე სახლი დამეთვარიელებინა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ვინაიდან არ მეძინებოდა გადავწყვიტე სახლი დამეთვარიელებინა. ქვედა სართულზე ჩავედი და დავინახე როგორ სვავდა ჯონქუქი ყავას მისაღებში. მან კი თვალებგაფართოებულმა შემომხედა.
ჯონქუქი: ჩემს შეცდენას ცდილობ?
მარი: შენს თავზე დიდი წარმოდგენა ნუ გაქვს. და თუ შენი შეცდენა მომინდება ამას სხვანაირად გავაკეთებ. მაგრამ არ მინდა ამიტომ დაიმშვიდე ჰორმონები. მხარზე მეგობრულად დავარტყი და ჩემს გზას გავუდექი. ის კი შოკირებული იდგა მისაღებში და არ მოძრაობდა.
ბოლოს მივაძახე: ჯეონ პირი დახურე ბუზი შეგიფრინდება.

Encounter || JJK X MARIWhere stories live. Discover now