-დავბრუნდი. -ვთქვი სახლში შესვლისას და ქურთუკი გავიხადე.
-ჩემი პრინცესა მოსულა, როგორ მომენატრე. -თქვა დენისმა და გადამეხვია.
-მეც მომენატრე, საყვარელო.
მე და დენისი მისაღებ ოთახში შევედით და დივანზე დავჯექით. მან ხელი გადამხვია მხარზე და მიმიხუტა, თან თმაზე მეფერებოდა.
-აბა, მომიყევი დღევანდელი ამბები.
-მოკლედ...
დავიწყე მოყოლა. დეტალურად ვუყვებოდი საინტერესო ნაწილებს, ისიც ყურადღებით მისმენდა. საბოლოოდ, როდესაც მოყოლა დავასრულე, სამზარეულოში გავედით და ვივახშმეთ. დენისს ნამდვილად ეხერხება კულინარობა. ნეტავ მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო.
ვახშმის შემდეგ, სამზარეულო მივალაგეთ და საძინებელში ავედი. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ დაწოლის თანავე ჩამეძინა.
დილას ადრე გამეღვიძა. დენისს კვლავ ეძინა. ჩუმად ავდექი, რომ ის არ გამეღვიძებინა და გავედი სამზარეულოში. ყავა გავიმზადე და აივანზე გავედი. სკამზე ჩამოვჯექი და ქალაქის ხედს გავხედე. ხმაურიანი ქალაქი, მანქანებით დატვირთული გზები, ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის სადღაც მიეჩქარებათ. ხმაურიანია ქალაქის ცხოვრება.
ყავას ვსვავდი და ვფიქრობდი. უბრალო ფიქრებმა წარსულში, წარსულზე ფიქრებმა კი სხვა სამყაროში გადამიყვანა. ფიქრები თავს დამტრიალებდნენ და მეც მათ დავსდევდი. რა მოხდება თუ მე და დენისი დავშორდებით? განა შევძლებ მის გარეშე ცხოვრებას? არამგონია. პირველი სიყვარული მაინც დაუვიწყარია და არამგონია, დენისის დავიწყება ოდესმე შევძლო იმდენად ღრმად შემოიჭრა ის ჩემს გულში. და ის რას ფიქრობს ჩემზე? რას იზამს უჩემოდ? მალევე დამივიწყებს ალბათ. მე არ ვარ მისი პირველი სიყვარული.
ამ ფიქრებიდან დენისის შეხებამ გამომაფხიზლა. მხარზე გადამხვია ხელი და ლოყაზე მაკოცა.
-დილა მშვიდობისა, ანა.
-დილა მშვიდობისა, დენისს.
-რაზე ფიქრობდი?
-არაფერი ისეთი.
-კარგი.
მეტი არაფერი უთქვამს და არც მე ამომიღია ხმა. რამდენადაც შემიძლია მასთან გულწრფელი ვიყო, იმდენადვე მღრღნის ეჭვი, თუ რამდენად შემიძლია მას მივენდო. დიახ, ასეც შეიძლება ხდებოდეს. გიყვარდეს ადამიანი და უნდობი იყო მის მიმართ.
-დენისს, გცალია დღეს?
-არა, დღეს ბევრი საქმე მაქვს. რამე გინდოდა?
-არა, არაფერი.
-კარგი.
როდესაც ახალი გადმოსულები ვიყავით ერთად საცხოვრებლად, ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩემთან რაც შეიძლება ბევრი დრო გაეტარებინა. ყოველ თავისუფალ წუთს ჩემთან ატარებდა, იგონებდა ათას გასართობს და მაბედნიერებდა. სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებდა, ყოველ საღამოს, სახლში დაბრუნებისას სიხარულით მეგებებოდა და მკოცნიდა. როგორი დაღლილიც უნდა ვყოფილიყავი, მისი ღიმილი და მოციმციმე თვალები ყველაფერს მავიწყებდა. ახლა? ახლა ასე არ არის. კი, ყოველ საღამოს მეგებება ღიმილით, ცდილობს, რომ ბევრი დრო გავატაროთ ერთად და გამამხიარულოს. მაგრამ, შევეჩვიე ამ ყველაფერს უკვე. ყველაფერი მოსაბეზრებელი გახდა. მაგრამ, ასევე შეიცვალა მისი მზერაც. ვეღარ ვხედავ იმ სიყვარულს მის თვალებში, ვერ ვგრძნობ მის სიყვარულს მის ქცევებში. ვერ ვგრძნობ მის სითბოს. ნუთუ დენისს მოვბეზრდი?
YOU ARE READING
Sky Full Of Stars...
Romance-დრო და დრო შენზე უფრო ხშირად ვფიქრობ, ვიდრე მეგონა. __________________ -ეს ფიქრები, შენზე, მუდამ თან დამსდევს. ნეტავ მცოდნოდა, რომ არასწორი არჩევანი იყავი.