პროლოგი

70 10 4
                                    

რა არის ადამიანის არსების მთავარი მიზანი?ცხოვრებაში ბევრი კითხვა შეიძლება გაგვიჩნდეს,მაგრამ მათზე პასუხის გაცემა იმაზე რთულია,ვიდრე წარმოგვიდგენია ხოლმე.

ყველაფერი კი მეტად არაამქვეყნიური გზით დაიწყო.როდესაც დედამიწა წყვდიადს უნდა მოეცვა,იშვა დემონი,რომელიც მოევლინა სამყაროს არა განადგურების,წამების და ბოროტებისთვის,არამედ სიმშვიდისა და გადარჩენისათვის,თუმცა მისი არსი ყველასათვის უცნობი იყო,გარდა იუდაემონისა,რომელიც დემონების ზებუნებრივ თვისებებს განსაზღვრავდა..ის უნდა გაჩუმებულიყო,მას არაფერი უნდა ეთქვა..საფრთხე არამხოლოდ ჯოჯოხეთს,დედამიწაზე არსებულ ყველა სულიერ არსებას ემუქრებოდა,რადგან თუ დემონი არასწორ გზას დაადგებოდა ირგვლივ ყველაფერს ქვესკნელი მოედებოდა.

"სავსე მთვარის კვირაში,როდესაც ბინდი მიწას თოვლის ფენასავით ეკრობა, დემონთა რასის,უზენაესი ფრეიას შთამომავალი მოევლინება სამყაროს,რომელშიც იქნება გაერთიანებული სიკეთე და ბოროტება,მართალი და მცდარი,თეთრი და შავი."-წინასწარმეტყველება აღსრულდებოდა და ეს ყველა ჯოჯოხეთის მოციქულმა იცოდა..შიშის ალი მოსდებოდა მათ უსულო სხეულებს.დრო გადიოდა და მათი მოლოდინი მაქსიმუმს აღწევდა.

ჯოჯოხეთში მიმდინარე მოვლენების პარალელურად დედამიწაზე,სადაც ადამიანთა რასა გაბატონებულიყო, სასწაული მოხდა..უზენაესი ანგელოზი,რომელიც დღემდე სამივე სამყაროს წარმომადგენელს -დემონებს,ანგელოზებსა და ადამიანებს-გამქრალი ეგონათ-შობდა გოგონას,რომელიც იქნებოდა საკუთარი გვარისა და რასის ერთადერთი შთამომავალი..ნახევრად ღმერთი,ნახევრად ადამინი.ის იქნებოდა დასაწყისიც და დასასრულიც.

6 იანვარი>>

-მომიტევეთ მილორდ,თქვენი შეწუხება არ მინდოდა,მაგრამ უნდა იცოდეთ,რომ დიდი დრო არ დარჩა,-ეუდაიმონი უზენაეს დემონთან სტუმრობით მოხარული არ ჩანდა.მას ძალიან კარგად ესმოდა,რომ,თუ შეცდომას დაუშვებდა საუკუნო სასჯელი არ ასცდებოდა.

-მინდა,-იწყებს უზენაესი დემონი საუბარს და თითქოს მიმდებარედ უკუნითი სიჩუმე ისადგურებს,-რომ მიეზღვას ყველას დანაშაული,ვინც ჩემს სიტყვას გადავიდა.

-არის,მბრძანებელო,-სწრაფად აძლევს პასუხს ეუდაემონი და ტერიტორიას უმალ ეცლება.

"-სხვა გამოსავალი არ მაქვს,პატარა პრინცო,არსებობის მაქსიმუმი უკვე გადაწყვეტილია."-ჩაილაპარაკა ეუდაემონმა.

მისთვის არ იყო ადვილი გაექრო დემონების კვალი. დემონების,რომლებიც ჩნდებოდნენ ჯოჯოხეთის წესების დარღვევის შედეგად,მაგრამ ეუდაემონი უზენაესი დემონის მორჩილი გახლდათ,მას არ ძალუძდა შესწინააღმდეგებოდა იმ ერთადერთის სიტყვებს,რომელიც მას თავისუფლებასა და ტიტულს ანიჭებდა.

ადამიანებსა და დემონებს შორის ერთადერთი განსხვავებაა-ადამიანების უმეტესობამ იცის ზღვარი კარგსა და ცუდს შორის,ხოლო დემონები სულით-ხორცამდე ბოროტებითა და ღვარძლით არიან შემოსილნი.ზოგნი ამბობენ,რომ დემონები ერთ დროს ანგელოზები იყვნენ.ზოგს სჯერა,რომ დემონი ისეთი არსებაა,რომელიც შურისა და სისასტიკისაგან იქმნა.სიმართლე იმაში მდგომარეობს,რომ დემონები, ისევე, როგორც ანგელოზები და მითუმეტეს ადამიანები,დასაწყისში უცოდველი, უბოროტო არსებები არიან.საბოლოოდ კი გარემოება ქმნის მიზანსა,და მიზეზსაც.

Eternal trial-path of loveDonde viven las historias. Descúbrelo ahora