1

762 29 0
                                    

თვალს ვახელ..
ეს ის დღეა აქედან რომ წავალ და უკან აღარ დავბრუნდები..
ეს ის დღეა წარსულს რომ უკან მოვიტოვებ...
ფეხზე ვდგები, ვწესრიგდები, სახლიდან რომელშიც ერთ დროს იდილია სუფევდა შეუმჩნევლად გამოვდივარ, ვტოვებ იქაურობას...     
ჩანთებს ხელს ვკიდებ საბარგულში ვათავსებ, მძღოლის ადგილას გაბრაზებული ვჯდები და მანქანაც ადგილიდან წყდება.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვიარე ასე, ქუთაისიდან თბილისამდე დიდი დრო არ გჭირდება, 1 საათია ავტობანზე ასე მოვდივარ, წარბებს არ ვაძლევ უფლებას გაიხსნან, შემდეგ იწყება ფიქრი ყველაზე და ყველაფერზე.

მამაქალაქი დავტოვე, დავტოვე ოჯახი, თუმცა რა ოჯახი.. დედა რომელიც მიყვარდა აღარ მყავს, ერთი წელია, ეს ტკივილი კი მკლავს, მახრჩობს, თუმცა სანამ სუნთქვას შევწყვიტავ ხელს მიშვებს, არ მაძლევს უფლებას სიკვდილის.
მამაჩემის ახალი კნეინა რომ ვერ ავიტანე ამისთვის ვისჯები?
ნუთუ?
ნანას გარდაცვალების შემდეგ, სათვალავი სულ ამერია იმდენი ახალი კნეინა ვნახე.
ესაა ის სიყვარული რომელსაც, ის კაცი იფიცებოდა, რომელსაც მამაჩემი ქვია?
ეს საერთოდ სიყვარულია?

თბილისისკენ მივდივარ, ერთადერთი მეგობარი მელოდება, რომელიც ჩემთან ერთად გაიზარდა მაგრამ უნივერსიტეტში თბილისსში გამოუშვეს, ხო გამოუშვეს, მე არა, ვინ? მამაჩემმა, ეს რომ გაიგო თბილისსში მინდოდა გადმოსვლა ყვირილით მთელი სახლი გადადგა, იქ რომ მიდიან ბოზდებიანო.
მაპატიეთ მამაჩემის შეხედულების გამო.
ერთადერთი კაცია რომელმაც შეძლო და ჩემში სიბრალული გააღვიძა.
მანქანას ვმართავ და თავში მხოლოდ ის სიტყვები მიტრიალებს *არასასურველი შვილი ხარ*, *შენ საერთოდ ადამიანობა გაგაჩნია?*, *მამაშენი ვარ, გგონია შეძლებ ჩემს გარეშე ცხოვრებას?*.

მანქანა გზიდან გადამყავს, იქვე ერთ დიდ შავ ჯიპს ვხედავ, და ყავის ჯიხურს, ახლა მხოლოდ ყავა თუ დაამშვიდებს ჩემს გონებას, და გულს ააფორიაქებს.
მანქანიდან ისე გადავდივარ ფიქრებში გართული წინ არც ვიხედები.
ვიღაცას ვეტაკები, ცხელი ყავა ხელზე ეღვრება, მაშინვე გონს მოვდივარ.
- მაპატიეთ, ვერ შეგამჩნიეთ, არ მინდოდა ძალით. - მაშინვე ბოდიშს ვიხდი და ხელს ვუსუფთავებ.
- ვიცი ძალით რომ არ გინდოდა დამშვიდდი, არაფერია, კარგად ვარ. - მხოლოდ ახლა შევძელი რომ თავი ზემოთ ამეწია, და კი გადავაწყდი ძალიან ლამაზ თვალებს.
კუპრივით შავ კულულებს. კლასიკურ პიჯაკს, და მოხდენილ ჯაჭვს ყელზე, რომელიც პერანგის ზედა ორი ღილის შეხსნის გამო ბზინავდა.
ისიც მიყურებს, მეც ვუყურებ.
თვალები ერთმანეთს არ შორდება. თუმცა მე ვტოვებ, კიდევ ვუხდი ბოდიშს და ჩქარი ნაბიჯებით ვთავსდები ისევ მანქანაში.

არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.Where stories live. Discover now