*ალექსანდრეს POV*
ტელეფონზე ლილიანას ზარი შემომდის, ხმა არაფერი ისმის მხოლოდ ჩუმი ტკივილისგან კვნესა, ვიცი რომ რაღაც ცუდი ხდება, ოფიცერთან ვტოვებ ელენეს და მანქანისკენ გავრბივარ, როგორ გამოვდივარ პოლიციის ეზოდან არ მახსოვს, არც ის როგორ ვადგავარ სახლის გზას, ლილიანას ვურეკავ და არ იღებს, ნერვიულობა მიბყრობს ვიცი მასაროტოს ნამოქმედარია, ილოცოს რომ ცოცხალი გადამირჩეს ლილიანას თუ თმის ღერიც ჩამოუვარდა წამებით მოვკლავ. მხოლოდ თორნიკესთან დარეკვა მაფიქრდება და სწრაფად ვკრიბავ ნომერს და სპიკერზე ვაყენებ.- პოლიციაში არ ხ.. - არ ვასრულებინებ საუბარს ვყვირი მაშინვე.
- ლილიანამ დამირეკა და არაფერი ისმოდა სახლში მარტოა და აშკარად რაღაც გააკეთა იმ ნაბიჭვარმა, გამოდი თორემ მოვკლავ ჩემი ხელით. - ვთიშავ და სიჩქარეს კიდევ უფრო ვამაღლებ, სახლთან ვაყენებ და მაშინვე გადმოვდივარ.
საშინელი გაზის სუნი დგას, ღმერთო ჩემო..
- ლილიანააა, სად ხარ პატარავ - ვყვირი იმის შიშით რომ ვიღაც აუცილებლად გამაგონებს.
მისაღებში გონება დაკარგულ ლილიანას ვპოულობ, თეძოდან კოჭამდე სისხლი სდის, მაშინვე ხელში ამყავს და გარეთ გამყავს.
- პატარავ კარგად იქნები, ოღონდ ახლა არ დამტოვო გთხოვ, ახლა არა ლილი, ჩემთან უნდა იყო.. - ნელ ნელა თვალს ახელს და ხველა უტყდება- ა..ლექ..ს ბ...ბ..ავ..შვი.. - მხოლოდ ამას ამბობს და ისევ გონება ეკარგება, ბავშვი? ნუთუ ორსულადაა? ახლა მეტად მინდება ჩემს ხელებზე იმ ნაბიჭვარის სისხლი, თუ ჩემს შვილს რამე დაუშავდა...
საავადმყოფომდე მანძილს ძალიან სწრაფად ვფარავ, მანქანიდან გადავდივარ და ლილიანაც ხელში აყვანილი გადმომყავს, მაშინვე ექიმები საკაცით გვესევა თავს, ლილიანას ხელი მიიჭირავს და მათ მივყვები,
- ფრთხილად ორსულადაა.. - ვეუბნები ექიმს და ლილიანას ხელზე ვკოცნი, საოპერაციოში აღარ მიშვებენ და გარეთ ვრჩები, კარებთან ვიკეცები და ყველაფერზე ფიქრს ვიწყებ, ბავშვი, ლილიანა, პატარა უცოდველი არსება, მან ხომ ჯერ დაბადებაც ვერ მოასწრო, ღმერთო გთხოვ ის არ დამაკარგვინო, გადამირჩინე ადამიანი რომელიც სასიცოცხლოდ მჭირდება, და ის პატარა არსება რომელმაც ჯერ ვერ მოასწრო მამიკოს დაძახება ჩემთვის.
YOU ARE READING
არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.
Romanceწარსულს გაურბიხარ, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობ... მაგრამ წარსულიდან თავს არ განებებენ ბოროტი სულები, ცხოვრება კი სურპრიზებითაა სავსე, შენ კი ვერც ამჩნევ თუ როგორ ხდება წარსულზე მნიშვნელოვანი აწმყო, და ის აწმყოში შენთან ერთად მყარად დგას, ხო...