2

549 21 3
                                    

08:00 A.M

თვალს ფრთხილად ვახელ.

საწოლიდან ხელს ვწევს და მაღვიძარას ვთიშავ, ვდგები.
სიზარმაცე არასდროს მყვარებია, არასდროს მიყვარდა უსაქმოდ გაჩერება, ეს ჩემი არ იყო, არც მესმოდა იმ ადამიანების რომლებაც შეეძლოთ დღეების განმავლობაში არაფერი ეკეთებინათ, ასეა ჩვენ ყველა ერთმანეთისგან განვსხვავდებით.

მოვწესრიგდი და ოთახიდან გავედი, სამზარეულოში ჯერ კიდევ პიჟამოებში გამოწყობილი ლიზი შემეჩეხა,
როგორ მიხარია ის რომ მყავს გვერდით.

- რატომ ადექი ასე ადრე? - თვალების ფშვნეტვით მკითხა ლიზიმ, თან თავის გაკეთებულ ბლინებს მიირთმევდა რომელიც ჩემთვისაც ქონდა მზად.

- ხომ იცი ვერ ვიტან სადმე დაგვიანებას, 11 საათზე გასაუბრებაზე მივდივარ ერთ ოფისში, თან ვეღარ მოვისვენე. - სამზარეულოს სკამზე ვჯდები და მეც მასთან ერთად ვიწყებ საუზმეს.

ლიზი ყველასგან განსხვავებულია, ყოველთვის იცის სად, რა, როგორ, მკითხოს, დედაჩემი რომ გარდაიცვალა, ადამიანი რომელიც გვერდიდან არ მომშორებია ლიზი იყო, გგონიათ უაზრო სიტყვებით მამშვიდებდა? არა.
უბრალოდ ჩემს გვერდით იყო, ყოველთვის.
ყოველთვის ასე იყო.
ბევრი ტკბილი სიტყვების რახარუხი, არც მე მიყვარდა, არც ლიზიკოს, ჩემს ლიზიკოს, ბავშვობაში ერთად კარავში რომ ვიყავით და ჩვენი გვეგონა სამყარო.
რა კარგია ქვეყნად ისეთი ერთი ადამიანი მაინც თუ გყავს რომელსაც უსიტყვოდ ესმის შენი.
ოხ ადამიანო, ზოგჯერ რა სასტიკი არსება ხარ, ზოგჯერ კი, ისეთი რომლის გარეშეც სამყარო არაფერი იქნებოდა.

ფიქრებიდან ისევ ლიზის ხმას გამოვყავარ.
- ჰეი, მე მივდივარ სამსახურში, შენ გასაღები გაგიმრავლე, მანდ დევს შენი, ის აღარ მათქმევინო რომ თავი ისე უნდა იგრძნო როგორც საკუთარ სახლში, წავედი გკოცნიი. - კარი გაიხურა, და წავიდა, მის ნათქვამზე გამეღიმა, როგორი ყურადღებიანია.

არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.Where stories live. Discover now