7

507 17 6
                                    

თვალს ვახელ, ფანჯრიდან შემოსული სინათლე ისე მაწვება რომ ვხუჭავ, და მეორე გვერდზე ვბრუნდები, მაგრამ ჯობდა ისე დავრჩენილიყავი როგორც ვიყავი.

ალექსანდრეს ბრგე სხეულს მოხვდა ჩემი ხედვა, სავარძელში ეძინა, ჩემი პლედი გადაეფარა და მშვიდას სუნთქავდა, თავი წამოვწიე და უფრო კარგად შევათვარიელე. მოკლე მკლავიანი მაისური, ტყავის ქურთუკი, სპორტული შარვალი ეცვა, ისეთი საყვარელი იყო, უმანკო 3 წლის ბავშვს გავდა.

მალევე გაეღვიძა, თვალი გამისწორა და ჩვენი თვალთახედვის არეალი უცებ გადაიკვეთა.
- თავს როგორ გრძნობ სიცხიანო? - საშინლად ბოხი ხმა ქონდა, გრძელი კულულები აიჩეჩა და წამოდგა.
- თავი მტკივა, ყელიც, ისე ნორმალურად. - ვუთხარი და ირონიულად გავიცინე.
წამლები მომიტანა წყალთან ერთად, საწოლის თავთან დამიდო და მკაცრად გააგრძელა საუბარი.
- მე კარგად ვარ, გამოვჯანმრთელდი უკვე, შენ როგორ ძალითაც მატენე წამლები იმავეს ვაპირებ, შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, იმედია არც აპირებ, იცი რომ შემიძლია საკუთარი ხელით ძალით დაგალევინო, ამიტომ აიღე და დალიე. - ნამდვილად ეტყობა ამ ბიჭს სვანი როა და თან როგორი სვანი!
- ბრძანებას უფრო გავდა ახლა ეს. - ჩურჩულით ვთქვი მე ჩემთვის, აშკარად გაიგონა და გაეცინა.

მთელი დღე საწოლიდან ადგომის უფლებას არ მაძლევდა, საჭმელიც აქ მომიტანა,
ასევე საყვედურიც მითხრა,
საშინლად გახდი და სახეზე ცუდი ფერი გადევს რომ არ ჭამ საჭმელსო,
თვითონ იჯდა ჩემს საწოლთან არსებულ სავარძელში და წიგნს კითხულობდა, "დიდოსტატის მარჯვენა". გამომიცხადა ძალიან მიყვარს და მილიონჯერ მაქვს წაკითხულიო, მაგრამ კიდევ ერთხელ არ მაწყენდაო.
მოკლედ მთელი დღე ასე გავატარეთ, ვსაუბრობდით, ხან მე ვსაუბრობდი მარტო და ალექსანდრე თვალებით მჭამდა, ბევრი რამე გავიგეთ ერთმანეთზე, უფროსის და თანამშრომლის ურთიერთობის კვალობაზე ძალიან დავახლოვდით, მაგრამ სიტყვები სულაც არ იყო საჭირო ალექსანდრეს გასაცნობად, რატომღაც ზუსტად ვიცოდი რას გრძნობდა მომენტებში, და ეს მომწონდა კიდეც...
მისი შუშის მწვანე თვალები რომლებიც ხან მუქი იყო ისე რომ შავი გეგონებოდა და თან ყველაფერს ამბობდა, თვალებმა გაყიდა ალექსანდრე დადეშქელიანი, ალბათ მეც, მაგრამ არც მაღელვებდა ყოველივე, ზუსტად ვიცოდი რომ იცოდა რასაც ვგრძნობ, როგორც ვარ, რას განვიცდი,
და ეს რაღაც ახალი იყო.

არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.Where stories live. Discover now