ბოლოს მომხდარი მოვლენების გაანალიზება მიჭირს, ალექსანდრესთან კოცნის შემდეგ დაუფიქრებლად წამოვედი კომპანიიდან, ახლაც ზუსტას ამის გასაანალიზებლად მოვაბიჯებ სუსხიან ამინდში თბილ კაშნეში ჩარგული სახით საბურთალოზე, ფეხით გავლა მერჩივნა ამ დროს, ჩემი ნება რომ იყოს საერთოდ წამოვიდოდი იქედან მაგრამ კონტრაქტი 3 წლიანია, არვიცი, კონტრაქტს ვერ დავარღვევ, ალბათ უბრალოდ ისე უნდა მოვიქცე რომ თითქოს ეს არ მომხდარა, ვინმე თანამშრომელმა რომ გაიგოს წარმოდგენაც არ მინდა იმდენ საშინელებას ილაპარაკებენ, არა როდის იყო ხალხის აზრს ვუსმენდი მაგრამ, რავქნა, ჩემზე ასეთი რაღაცეები ძალიან მოქმედებს.
იმდენი ვიარე ბოლოს ვერც კი შევამჩნიე როგორ ავღმოვჩნდი ჩემს სადარბაზოსთან, ახლა მხოლოდ საწოლში დაწოლა და დაძინება მჭირდებოდა, საათს დავხედე და საღამოს 7 აჩვენებდა, რა დრო გასულა..
სახლში მალევე ავედი, მერაბი არ შემხვედრია, საკეტს გასაღები მოვარგე, მაგრამ კარი ღია დამხვდა..
სახლში შევედი და ლიზას დავუძახე.- ლიზ?! სახლში ხარ?
- კი ლილ აქ ვართ მოდი. - მისაღებიდან გამოვიდა ხმა.
ვართ? ვინები არიან?
- ამ გამარჯობა - მისაღებში შესულს ლიზა ძალიან სიმპათიურ მამაკაცთან ერთად დამხვდა და ეჭვი მაქვს ეს ისააა ვისგამოც თვალები უბრწყინავს.
- ლილიანა გაიცანი ეს თორნიკეა, თორნიკე დადიანი, ერთ საქმეზე ვმუშაობთ. - ღიმილით მითხრა ლიზამ და თორნიკეზე მანიშნა.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა - ხელი გავუწოდე მე
- ჩემთვისაც ლილიანა - ჩამომართვა მანაც ასევე
- ცოტა ჯიუტი მეგობარი გყავს, ვერაფერი შევაგნებინე რომ ამ საქმეს არ მიხედოს, არ მისმენს. - სიცილით მითხრა თორნიკემ
- კი გეთანხმები, ბავშვობიდან ვირზე თუ შეჯდა ვერ გადააფიქრებინებს კაცი ვერაფერს, გამძლეობა შენ. - სიცილით ვუთხარი მე.
- ჰეი, თქვენ რა ახლა მე მჭორავთ? - ლიზამ წარბი აგვიწია ორივეს.
- ბოდიშით მე ოთახში გავალ ცოტა შეუძლოდ ვარ, თორნიკე სასიამოვნო იყო შენი გაცნობა კიდევ გამოგვიარე. - გავუღიმე და ავდექი
- ჰეი, რამე სერიოზულია? რამე ხომ არ გჭირდება? - ლიზას დედის ინსტიქტი ჩაერთო მაშინვე.
- არა არა ყველაფერი კარგადაა. მშვიდობიანი ღამე.
- მშვიდობიანი ღამე ლილიანა. - ღიმილით დამემშვიდობა თორნიკე.
YOU ARE READING
არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.
Romanceწარსულს გაურბიხარ, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობ... მაგრამ წარსულიდან თავს არ განებებენ ბოროტი სულები, ცხოვრება კი სურპრიზებითაა სავსე, შენ კი ვერც ამჩნევ თუ როგორ ხდება წარსულზე მნიშვნელოვანი აწმყო, და ის აწმყოში შენთან ერთად მყარად დგას, ხო...