10

506 15 4
                                    

მე და ალექსანდრემ 3 დღე გავატარეთ გუდაურში, ყველაფერს თვითონ აკეთებდა და განძრევის საშუალებასაც არ მაძლევდა, სულ ერთი სიტყვა ეკერა პირზე, "უნდა დაისვენო უნდა დაისვენოო", ამ დასვენება დასვენებაში მგონი გავზარმაცდი კიდეც, მასთან გატარებული დღეები შვება იყო, ასე დაცულად, და კარგად თავი დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ არ მიგრძვნია.

ღმერთმა მაჩუქა ეს ადამიანი, მე კი უნდა გავუფრთხილდე, მხოლოდ ეს მევალება, გავუფრთხილდე იმას რაც ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარია,

სიყვარულზე ლაპარაკი არასდროს არ მიყვარდა, არ ვიცოდი და არ მქონდა გამოცდილი, ჩემს ოჯახში გრძნობებზე მხოლოდ დედაჩემი საუბრობდა ხოლმე, დანარჩენი ყველა მოვალეობებზე ლაპარაკობდნენ, მამაჩემი ეჭვიანი კაცი იყო, არასდროს მყვარებია ეჭვიანი ადამიანები, სულ ერთი რამ ჩამესმოდა ამ დროს, "თუ ეჭვიანობ არ ენდობი", მე არასდროს ვყოფილვარ ეჭვიანი უბრალოდ იმ აზრს ვერ ვეგუებოდი რომ ადამიანი რომელიც მიყვარდა, და მასაც იგივე გრძნობა აკავშირებდა ჩემს მიმართ, ერთ დღეს ჩემს სიყვარულს შეწყვეტდა, ეგოისტი ვარ, ვარ და ვაღიარებ,
ასეთია ალექსანდრეც,
ზუსტად ასეთი, საშინლად მესაკუთრეა, ვგიჟდები პატარა ბავშვივით რომ ცაცხანებს ხოლმე, რომ მეუბნება შენ ჩემი ხარ და რაც ჩემია ჩემია და მორჩაო, 3 დღის მანძილზე მილიონჯერ გამიმეორა,
მსიამოვნებს,
საშინლად მსიამოვნებს მისი ასეთი მესაკუთრეობა, ყველანაირი მიყვარს, ღვთაებრივი სიყვარულით მიყვარს, მხოლოდ მე და ის რომ დავრჩეთ ამ დედამიწაზე, მაინც შევძლებ ბედნიერად ყოფნას, შევძლებ მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელებაას, მის გარეშე ვერანაირად, გეფიცებით ვერ შევძლებ მის გარეშე სუნთქვასაც კი, სხეული და სული ერთიანად მეყინება,
ყველაზე უპრინციპო ვხდები როცა საქმე მას ეხება, და ამას ვაღიარებ, არც ვცდილობ ამის დამალვას, ყველაზე ბედნიერი ვარ მასთან, ახლაც მანქანაში ვზივართ ერთი ხელით საჭეს მართავს მეორეში ჩემი ხელი აქვს მოქცეული და ცერა თითით მეფერება, მისკენ მაქვს სახე და ვაკვირდები ვცდილობ ყველა მისი ნაკვთი შევისწავლო და დავიმახსოვრო.
ტექნომაგიაა გაჟღერებული მანქანაში და მე ჩემს ვარსკვლავ ბიჭუნას ვუყურებ, და კიდევ უფრო ვრწმუნდები რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ალექსანდრე დადეშქელიანის შეყვარება.

არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.Where stories live. Discover now