15

437 15 6
                                    

- თორნიკე დაჭრეს... - ვთქვი და თან მთელი დარდი ამოვაყოლე ამ ნათქვამს... უცებ ჩვენი მხიარულება სრულიად სევდამ და გაურკვევლობამ მოიცვა.

- რააა?! - ელენემ და ალექსანდრემ ორივემ ერთად წამოიძახეს, ალექსი ფეხზე ადგა და ოთახში ნერვიულად დაიწყო სიარული.

- ალექს დამშვიდდი, სასიკვდილოდ დაჭრილი არ არის, ლიზას მიაკითხა ჩვენს სადარბაზოსთან და მერე გასროლის ხმა გავიგეო მეტი ვერფერი დავინახეო, აქ მოყავს, საავადმყოფოში წაყვანით პრობლემა შეიქმნებაო, მხოლოდ ეს გავიგე მისი ნათქვამიდან, ისე ტიროდა ვერ გავარჩიე სიტყვები, - ამ დროს მანქანის სიგნალის ხმა გაისმა და სამივე გარეთ გავედით.

- შიგნით დარჩით, გარეთ არ გამოხვიდეთ, შემოვიყვან. - თქვა ალექსანდრემ და ჭიშკარი სწრაფად გააღო.

მალე დაჭრილი თორნიკე სახლში შემოვიყვანეთ და სავარძელზე დავაწვინეთ, სააბაზანოში გავედი და ყველაფერი მოვიტანე რომ ტყვია ამომეღო მისთვის, მიზანი ალბათ გულში ტყვიის მოხვედრა იყო მაგრამ საგრძნობლად ააცილა მსროლელმა და მხოლოდ ორი ტყვია აქვს მოხვედრილი კუნთში.

- ლიზააა, გამოფხიზლდი, გადი თუგინდა იქეთ, კარგად იქნება გესმის?! კარგად იქნება?! დაწყნარდი. - ლიზას მხრებზე ხელი მოვკიდე და ოდნავ შევარხიე რომ გამოფხიზლებულიყო, ნერვიულობისგან ფერი სულ წასული ქონდა.

- ელენე გთხოვ გაიყვანე ლიზა და დამამშვიდებელი მიეცი კარგი? - სწრაფად ვუთხარი ელენეს და ლიზაზე ვანიშნე მანაც ხელი მოხვია და ოთახიდან გაიყვანა.

სამედიცინო ხელთათმანი გავიკეთე და პინცეტით ტყვიის ძებნა დავიწყე რომ ჭრილობიდან ამომეღო, ვერც კი აგიღწერთ რაოდენ არ მსურდა ამის გაკეთება და რაოდენ დიდ სტრესში ვიყავი, ხელებიც კი მიკანკალებდა მაგრამ თორნიკეს გულწასულ გათეთრებულ და ლიზას ნერვიულობისგან და ტირილისგან ამოსიებულ სახეებს რომ ვუყურებდი თავს ვაიძულებდი ეს გამეკეთებინა, ალექსანდრეც მეხმარებოდა, ორივე ტყვია ამოვიღეთ, ხელთათმანები მოვიხსენი,  ხელები გადავიბანე და გადასხმა დავუდგი.
ლიზასთან და ელენესთან სამზარეულოში გავედი რომ ნორმალურად დამემშვიდებინა ჩემი მეგობარი, ისეთი გაფითრებული სახე ქონდა, ისე ნერვიულობდა...

არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.Where stories live. Discover now