12

484 18 2
                                    

დეკემბერი მიიწურა, ასე მალე როგორ გავიდა დრო ვერც კი გავიგე, თითქოს ერთ დღეში გაილია ყველფერი, გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ ვცდილობდი მამაჩემისგან თავი დამეღწია, როგორ მივლიდა ტანში უსიამოვნო ტაო როცა ყოველ ჯერზე მის ახალ ქალს ვხედავდი, ეს.. ეს გრძნობა საშინელებაა.. არავის ვუსურვებ გამოცადოს, არავის ვუსურვებ გამოცადოს და ნახოს დედამისის შემცვლელი ქალების რიგი მამის კაბინეტთან...
გულის ამრევია.

ალექსანდრე გამოწერეს, დროებით მასთან ვრჩები, წყნეთში ვართ მის სახლში,  ეგოისტურად ყველაზე მეტ დროს მე ვატარებ მასთან, მთლიანად მივისაკუთრე ალექსი, ვცდილობ არ დაიღალოს და მნახველებსაც ზრდილობიანად ვანიშნებ რომ მათი წასვლის დროა ხოლმე, ისე მომწონს მასთან ყოფნა, ისეთი კარგია მასთან თუმდაც სიჩუმეში ჯდომა, ვერ ავღწერ იმ შეგრძნებას რასაც ალექსანდრე დადეშქელიანი ჩემში აღვიძებს.

ახლაც მისი სახლის სამზარეულოში ვტრიალებ, საუზმეს ვუკეთებ რაც შეიძლება ჯანსაღს, ექიმმა როგორც კი მითხრა ჯანსაღად უნდა იკვებოსო პირნათლად დავიწყე შესრულება, ერთი შეხედვით არც იყო რთული, აქამდეც ვარჯიშობდა და იკვებებოდა ჯანსაღად, იმიტომ აქვს ახლა ისეთი სხეული ყველა მდედრობით ქალს რომ გაუშეშდება თვალი.

- რას აკეთებთ, მის? - ალექსანდრეს ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან, სამზარეულოს კარს ეყრდნობა და მიყურებს.

- საწოლიდან რატომ ადექი? - წელს ზემოთ შიშველია და მის ნაკერებზე გადამაქვს ყურადღება.

- კარგი რაა, აღარ შემიძლია ამდენი წოლა, გვერდით რომ მყავდე კიდე ხო მარა, მარტოო? არ ასწორებს შენთავს ვფიცავარ. - ისევ იცინის და ნელ ნელა ჩემსკენ მოდის.

- ვინმეს გიშოვი ვინც მოგიწვება პაწუკა ალექს. - ქვედა ტუჩს ვაგდებ და სარკაზმს ვუხმობ.
რეაქციას არ აყოვნებს და მის ხელებს ჩემს გარშემო აწყობს ისე რომ მხოლოდ მისი სახის დანახვას ვახერხებ.

არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.Where stories live. Discover now