13

407 16 9
                                    

ახალი წელი..
ახალი შანსები..
ახალი დღეები..
ყველაფერი ახალი, არაფერია ძველი, ახალი შესაძლებლობები, ახალი, ახალი, ახალი...

მე და ალექსანდრემ ახალი წელი ლიზასთან და თორნიკესთან ერთად გუდაურში გავატარეთ, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს როცა ჩემი საუკეთესო მეგობარი ასე ახლოს, ასეთი კარგი ადამიანის გვერდით არის, ლიზასთვის მართლა ყველაფერი საუკეთესო მსურს, ვფიქრობ ყველაფერი საუკეთესო მას დადიანმა შეუქმნა, მიხარია.. პატარა ბავშვივით მიხარია მისი ბედნიერება და ვიცი ისიც იგივეს განიცდის ჩემს მიმართ.

დღეს 4 იანვარია, დღეს ჩამოდის ელენე, ალექსანდრეს დეიდაშვილი, ახლა მანქანაში ვსხედვართ, ალექსანდრეს ჩემი ხელის გული მისაში აქვს მოქცეული და რიტმულად მეფერება, ვხვდები რომ ღელავს, და იმასაც აცნობიერებს რომ ელენეს უსაფრთხოება მასზეა დამოკიდებული, განვიცდი მის ამ დარდს, ორჯერ უფრო განვიცდი, რომ შემეძლოს ყველა დარდს მოვაშორებდი საყვარელ მამაკაცს, მაგრამ არ შემიძლია.

აეროპორტთან მივედით, გადმოვედით და ისევ ხელი ჩამკიდა, მისკენ მიმიზიდა და მაკოცა, ვიგრძენი მისი დაძაბულობა, გავუღიმე და თვალებით ვანიშნე რომ დამშვიდებულიყო.

მოსაცდელში დავდექით, რეისი 2 წუთში დაეშვა, ნელ-ნელა გამოვიდა იქიდან ხალხი, და ალექსმაც დაინახა ელენე, საშუალო სიმაღლის შავგრემანი გოგონა ვისაც გვერდით ბიჭი მოყვებოდა, არ მომეწონა ეს ბიჭი თავიდანვე, მაგრამ გოგონას თვალებში აშკარად ჩანდა მისდამი სიყვარული.
- ეს ბიჭი ვინ არის? - ვკითხე ალექსანდრეს.

- არვიცი პირველად ვხედავ.

- ალექსსს დეიდაშვილოოოოოო - გამოიქცა ელენე და ალექსანდრეს ჩაეხუტა, ცალი თვალით ამათვარიელა და მალევე მოშორდა მას.

- ასე უნდა დამივიწყო ალექს? საერთოდ არ მირეკავდი, ნუთუ არც მოგენატრე. - იცინოდა ელენე.

არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.Where stories live. Discover now