4

505 21 2
                                    

საშინელი ამინდია, იმაზე მეტად ცივი ვიდრე აქამდე იყო, საათს დავხედე და ისარი 7ს აჩვენებდა, აბაზანაში შევედი, ჩემი თავი ავათვარიელე, და გონებაში მამაჩემი გამომესახა.

არასდროს ვყვარებივარ მე მას, თუმცა დედა უყვარდა, ჰო უყვარდა, რადგან როცა მას უყურებდა იმ თვალებს სიყვარულის გარდა ვერაფერს შეატყობდი, არ ვიცი რა მოხდა ამის შემდეგ, დედას სიკვდილთან ერთად სიყვარულით სავსე თვალები გაქრა,
გაქრა...
მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო, რატომ?
იმიტომ რომ მას ჩემთვის ამ თვალებით არასდროს შემოუხედავს, არასდროს მიგრძვნია მამის სიყვარული, ყველაფრის მოცემა შეეძლო, მანქანების, ფულის, ყველაფრის რაც ჩემს ასაკში ბავშვებს ბედნიერს ხდიდა, მაგრამ მე არაფერი მითხოვია, ერთადერთი რაც მინდოდა სიყვარული იყო, მინდოდა ვყვარებოდი მამას, მეტი არაფერი, მინდოდა წავეყვანე პარკში სასეირნოდ, მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი მასთან, ჯანდაბა...
ეს დაწყევლილი ფული საერთოდ არ მითხოვია...
არ მითხოვია მიყიდე ბოლო მოდელის ტელეფონითქო...
არ მითხოვია მიყიდე ძვირადღირებული სამოსითქო...
მე მხოლოდ სიყვარულს ვითხოვდი, ვითხოვდი იმ გრძნობას რომლის მთელი გულით მწამდა, ვითხოვდი სიყვარულს, ვითხოვდი რომ საკუთარ მამას ვყვარებოდი ისეთი როგორიც ვიყავი, და არა ისეთი როგორსაც ცდილობდა რომ გამოვეყვანე.

მას უნდოდა მედიცინა მესწავლა, სასაცილოა, ჩემნაირი ადამიანი მის ამ სურვილს ვერასდროს გაამართლებდა, რატომ იცით?
სისხლის დანახვა არ შემიძლია, ნემსის დანახვა არ შემიძლია, და არ შემიძლია ადამიანების ტკივილს ვუყურო, მე შემიძლია ჩემს თავს გადავატანინო ტკივილი, ჩემი თავი გავანადგურო, შემიძლია ეს, იმიტომ რომ მე ვიცი ვინ ვარ და რა მინდა, მაგრამ არ შემიძლია ვუყურო ადამიანების ტკივილით სავზე მზერას, ეს აუტანელია. მათი ტკივილი ისევე მტკივა მეც, როგორც მათ..
შეიძლება უარესადაც..

აბაზანიდან გამოსულს ლიზა შემეჩეხა სამზარეულოში, უკვე ჩაცმული აშკარად საქმის მასალებს ეცნობოდა.
- დილამშვიდობის ლიზ. - ჩავიბურტყუნე და გვერდით მივუჯექი
- ჰეი, ყველაფერი კარგადაა? - ჰო, არ გამოპარვია, რათქმაუნდა, ის ყველანაირად მიცნობს.
- კი, კი კარგად ვარ. - ტყუილი, ტყუილი, ტყუილი.
- დალიე ყავა, გაგიკეთე შენც. - მითხრა მან
- მადლობა.

არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.Where stories live. Discover now