დღეები საკმაოდ სწრაფად გადიოდა, ბოლო ამბების მერე 1 კვირა გავიდა, თორნიკე გამოკეთდა, ლიზა მასთან გადავიდა საცხოვრებლად, ალექსანდრე თუ აქამდე სულ ყურადღებას გვაქცევდა ახლა ასმაგად გვაქცევს, ხვალ სასამართლო იწყება დღეს ალექსანდრეს და ელენეს უწევთ წასვლა გამომძიებელთან, ჩვენებების მიცემა მასაროტოს წინააღმდეგ, ალექსანდრეს მამა ცდილობდა მის შეჩერებას მაგრამ სულ ტყუილად, ისე აქვს დაჟინებული რომ ყველა ვინც გზაზე გადაეღობება ერთი ხელის მოსმით იშორებს.
სიმართლე გითხრათ ეს სიტუაცია დიდად არც მე მხიბლავს, გასაგებია ვინც არის და რასაც წარმოადგენს მაგრამ როცა ეს ყველაფერი მახსენდება თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ტანში შიშის ეკლები მაყრის, ალექსანდრეს დაკარგვის შიშის.
გული კარგს ნამდვილად არ მიგრძნობს და ზუსტას ამიტომ არ მძინებია მთელი ღამის განმავლობაში და ახლაც დილის 6 საათზე ამიტომ ვეფერები ჩემი საყვარელი კაცის თმას, მის სურნელს ხარბად ვისუნთქავ და ვცდილობ უფრო მაგრად ავეკრა სხეულზე, ის რომ წასვლა ვერ შეძლოს, ისე ავეკრა რომ დარწმუნებული ვიყო მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაში, თუმცა..
მალე ყელში რაღაც მეჩხირება, საწოლიდან სწრაფად ვდგები და აბაზანაში გავრბივარ, გული მერევა, საშინლად ვგრძნობ თავს, არ ვიცი რა მემართება მაგრამ სახეზე სულ გაფითრებული ვარ,
ისევ გული მერევა,
თითქოს ყელში რაღაც მაწვება და ვერ ვიღებ,
ონკანთან მივდივარ და თბილი წყლით სახეს ვიბან,
მალე ალექსანდრეს სხეულს ვლანდავ კართან, ჩემსკენ მოდის და მისი სახის პირდაპირ მაყენებს.- ჰეი, ჰეიი... კარგად ხარ პატარავ? - სახეზე ხელს მისმევს და ცდილობს ოდნავ გონზე მომიყვანოს.
- გული მერევა. - მხოლოდ ამ ორ სიტყვას ვამბობ ხელიდან ვუსხლტები და იქვე ვიცუცქები რომ განვთავისუფლდე.
ალექსანდრე თმაზე ხელებს მკიდებს და ზურგზე გადააქვს, მის მტევანს დამამშვიდებლად მონოტორულად მისმევს ზურგზე და მაგრძნობინებს რომ ჩემს გვერდითაა, ეს რაღაც ახალი შეგრძნებაა.
როცა გულს ვიჯერებ ისევ ონკანთან ვბრუნდები მაგრამ უკვე ალექსანდრე თავისი ხელით მბანს სახეს, მეშინია ხელებში არ ჩავადნე, სარკიდან ვუყურებ თუ როგორ ნერვიულობს ჩემზე და მაშინვე ტირილი მიტყდება.
YOU ARE READING
არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.
Romanceწარსულს გაურბიხარ, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობ... მაგრამ წარსულიდან თავს არ განებებენ ბოროტი სულები, ცხოვრება კი სურპრიზებითაა სავსე, შენ კი ვერც ამჩნევ თუ როგორ ხდება წარსულზე მნიშვნელოვანი აწმყო, და ის აწმყოში შენთან ერთად მყარად დგას, ხო...