ალექსანდრე დადეშქელიანი...
ჩემი უფროსი, ბიჭი რომელიც გზაზე ყავის ჯიხურთან შემხვდა, კიდევ მინდა გახსენება თუ საიდან მეცნობა ეს სახელი და გვარი, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ...
- მობრძანდით... - გაისმა ბოხი ბარიტონი მისი კაბინეტიდან.
ფრთხილად შევაბიჯე და მაშინვე ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, ირონიულად ჩაიცინა ალექსანდრემ და მომმართა.- ლილიანა მერლანი, ჩემი კომპანიის IT, რომელმაც ხელი დამწვა ცხელი ყავით. - ისევ ის ირონიული ღიმილი ქონდა აკრული სახეზე.
- ძალით არ გამიკეთებია, მგონი ბოდიშიც მოგიხადეთ, ამის გამო. - მეც არ დავაკელი ირონია და ოთახში თამამად შევაბიჯე.
- ლილიანა, ბევრი საქმე გაქვს, არამგონია ეს არაფრის მომცემი დიალოგი გამოგვადგეს, იმედი მაქვს გადახედე სიტუაციას, ხმებიც მომივიდა რომ უკვე რაღაცეები მოაგვარე, ეს კარგია, დაწყება მომწონს. - ფურცლებში თავ ჩარგული სვანი გოგონას სრული ირონიით ესაუბრებოდა.
- ბატონო ალექსანდრე, დიდად გაკვირვებული ვარ, ასეთ კომპანიას ჩემამდე IT არ ყავდა? ეტყობა ყველაფერს რომ დიდიხანია ამაზე არავის უმუშავია. - გოგონაც არ აკლებდა სარკაზმს, და დადეშქელიანის ნერვებზე მარტივად თამაშობდა.
- აქამდე მეთვითონ ვუძღვებოდი ამ საქმეს, ზუსტას ამიტომაც არის კაბინეტი ამ სართულზე, სხვა შემთხვევაში არავის არ ავიტანდი აქ, ბოლოს კი გვყავდა ერთი მაგრამ, აშკარად ჩემს ხასიათებს ვერ გაუძლო, ეს უკვე გეცოდინებათ, დღეისთვის მხოლოდ თქვენთან მოთელვითი საუბარი მინდოდა, ახლა თავისუფალი ხართ, ვფიქრობ რაც საჭიროა იცით, ხვალ დილით 9 საათზე სამსახურში გელოდებით, ვფიქრობ დაგვიანებაზე საუბარი არც უნდა დამჭირდეს. - სვანმა როგორც იქნა ფურცლებიდან თავი ამოყო გოგონას თვალებს მზერა გაუსწორა, ააათვალიერა და შემდეგ ისევ ცინიკური ღიმილი აიკრა სახეზე.ალექსანდრეს ოთახი სწრაფად დავტოვე, ღმერთო როგორი იდიოტია, სიტყვის თქმაც არ მაცადა, როგორ ვერ ვიტან ასე აგდებულად რომ მეპყრობიან.
YOU ARE READING
არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.
Romanceწარსულს გაურბიხარ, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობ... მაგრამ წარსულიდან თავს არ განებებენ ბოროტი სულები, ცხოვრება კი სურპრიზებითაა სავსე, შენ კი ვერც ამჩნევ თუ როგორ ხდება წარსულზე მნიშვნელოვანი აწმყო, და ის აწმყოში შენთან ერთად მყარად დგას, ხო...