დილით საწოლში მარტოს მეღვიძება, ალექსანდრე არ მხვდება, მეორე მხარეს ვბრენდები და ტუმბოზე წერილს ვამჩნევ, წერილთან ერთად წყალი და ყავა დევს, ზუსტად ისე როგორც დილით ვსვამ ხოლმე. წერილს ვხსნი და კითხვას ვიწყებ.
"ლი, დღეს ბევრი საქმე მაქვს, მაპატიე რომ მაგათთან მარტო გტოვებ, არ აყვე, საღამოს დავბრუნდები, მანდ შენი ყავა დევს, ყავამდე წყალი რომ დალიო როგორც ყოველ დილით წყალიც დაგიტოვე, არაფერზე ინერვიულო და სახლიდან ჩემს გარეშე არ გახვიდეთ არცერთი, მიყვარხარ, და გკოცნი ლამაზ ტუჩებზე."
ალექსანდრეს მზრუნველობაზე მეღიმება და აქვე ვაანალიზებ რომ დღეს რთული დღე იქნება, მარტო ვარ სახლში ელენესთან და ლუკასთან ერთად, აი აქ ნამდვილად მჭირდება მყარი ნერვული სისტემა, არა კი მქონდა, მაგრამ მამაჩემმა ისე გამინადგურა, ეგ საქმე სპორტი რომ იყოს მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა დავითი.
საწოლიდან ავდექი, ჩავიცვი, მივალაგე და ყავა დავლიე, ცოტახნით სავარძელში დავჯექი მაგრამ როცა კარგის გალაწუნების ხმა მომესმა მაშინვე გავედი ოთახიდან, ხმა მისაღები ოთახიდან მოდიოდა, როცა შევედი ელენე იატაკზე იჯდა, გარშემო ნამსხვრევები ეყარა და ქვითინებდა. ვერ გავიგე რა ხდებოდა ამიტომ მაშინვე ელენესთან ჩავიმუხლე, ხელი მოვხვიე და შევეცადე დამემშვიდებინა.
- ჰეი, ყველაფერი კარგადაა, რამოხდა? ხომ არ დაშავდი ელე? შემომხედე ელენე.- მისი სახე ხელებში მოვიქციე და აწითლებულ თვალებში ჩავხედე მივხვდი რომ ახლა კითხვებს აზრი არ ქონდა, სავარძელზე დავაჯინე, ნამსხვრევები ავკრიფე და მწვანე ჩაი გავუკეთე, გონს რომ მოსულიყო.
YOU ARE READING
არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.
Romanceწარსულს გაურბიხარ, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობ... მაგრამ წარსულიდან თავს არ განებებენ ბოროტი სულები, ცხოვრება კი სურპრიზებითაა სავსე, შენ კი ვერც ამჩნევ თუ როგორ ხდება წარსულზე მნიშვნელოვანი აწმყო, და ის აწმყოში შენთან ერთად მყარად დგას, ხო...