დილა არც თუ ისე კომფორტულად დაიწყო..
ძლიერი ქარის ხმა მაღვიძებს, სიცხეს ვიმოწმებ და არ მაქვს, ეს უკვე კარგია...
საწოლიდან ვდგები რადგან ასე ყოფნა უკვე ძალიან მომბეზრდა, სამზარეულოში გავდივარ თან ლიზას ნომერს ვკრეფ რომ მოვიკითხო ხოა ცოცხალი.სამზარეულოს მაგიდასთან კომფორტულად, მინიონის პიჟამაში გამოწყობილი ვჯდები და ვრეკავ, ლიზაც არ მალოდინებს და ეგრევე იღებს ტელეფონს.
- ჰო ლი რახდება? - მხიარული ჩურჩულით მეკითხება
- რახდება კიარა დაქალი არ უნდა მოიკითხო? იქნებ მოვკვდიი
- კარგი რაა, ისეთი კარგია აქ, როცა ჩამოვალ ყველაფერს მოგიყვები
- მოიცა, რატო ჩურჩულებ?
- თორნიკეს სძინავს და არ მინდა გავაღვიძო
- შე სიძვის დიაცოოოო, თორნიკეს სძინავს თურმეე - მის ხმას გავაჯავრე და გავიცინე
- ღმერთო ისეთი კარგია ლილიანა, ძალიან კარგი ბიჭია, არვიცი რით დავიმსახურე
- ყველაფრით ლიზა, ყველაფრით დაიმსახურე.
- კარგი წავედი და ორ დღეში დავბრუნდებით და ყველაფერს მოგიყვები.
- მიდი გკოცნი, ჭკვიანად.ტელეფონს მაგიდაზე ვდებ და ბლინების გაკეთებას ვიწყებ, ყავასაც ვისხამ და ვსვამ, საათი დილის 7ის ნახევარს აჩვენებს ამიტომ არ ვჩქარობ, დღეს კომპანიაში მისვლაზეც ვფიქრობ.
ფიქრებში გართულს ალექსანდრეს ხმას მოვყავარ გონს.
- რა მშვენიერი დილაა. - სამზარეულოს კარს ეყრდნობა, კულულები აჩეჩილი აქვს და მიღიმის.
- ოხ? გაიღვიძა ბატონმა ალექსანდრემ
- რას აკეთებ ლილი?
- ბლინებს ვიკეთებ, და ყავას ვსვამ.
- შენ რა მხოლოდ შენთვის აკეთებ? - ისეთი თვალებით შემომხედა მინდოდა მივსულიყავი და მთელი მისი სახე დამეკოცნა.
- თუ ძალიან გინდა ჩემი გაკეთებულის ჭამა გაგიკეთებ, ბოლოს და ბოლოს სიცხიანი მარტო არ დამტოვე და იმსახურებ. - გავუცინე და ტაფაზე ბლინი ამოვატრიალე.
YOU ARE READING
არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.
Romanceწარსულს გაურბიხარ, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობ... მაგრამ წარსულიდან თავს არ განებებენ ბოროტი სულები, ცხოვრება კი სურპრიზებითაა სავსე, შენ კი ვერც ამჩნევ თუ როგორ ხდება წარსულზე მნიშვნელოვანი აწმყო, და ის აწმყოში შენთან ერთად მყარად დგას, ხო...