გუშინ ალექსანდრეს სახლში დავრჩით, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მან რაც მომიყვა მის დაზე ეს... სრული საშინელებაა...
ელენა დადეშქელიანი, 16 წლის გააუპატიურეს ორმა ნარკომანმა ბიჭმა,
ეს ამბავი 2 წლის წინ მოხდა...
ის ფაილები რაც მაშინ კაბინეტში ვნახე ზუსტად მათ ეხებათ, ალექსანდრე ამაზე საუბრის დროს საშინლად გატეხილი იყო, რომ არ ვიცოდე როგორი ხასიათი აქვს შემეცოდებოდა, მაგრამ ზუსტად ვიცი მის სისხლში რომელი გენიც ტრიალებს ის მოსვენებას არ მიცემს სანამ შურს არ იძიებს, ის ჩანაწერები ალექსანდრეს ფლობელობაში არსებულ კაზინოშია გადაღებული, ასევე ის კაცებიც ძალით არიან შეტყუებულნი, ახლა ზუსტად ვხვდები რატომ მთხოვდა ალექსანდრე რომ ამ ამბისგან თავი შორს დამეჭირა.ჰო ისიც უნდა ითქვას ლიზას მეგობარი თორნიკე, ალექსანდრეს ძმაკაცი, და ერთადერთი ბავშვობის მეგობარი ყოფილა, ისიც ამ საქმეს იძიებს, ახლა უკვე იმასაც ვხვდები ლიზას რატომ აშორებდა იქედან.
მათი არ ვიცი მაგრამ ამ საქმეში ყოფნა მინდა, მინდა გავაკეთო ყველაფერი მათ დასაჭერად, მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციო, არვიცი რას ვაპირებ მაგრამ დანებებას ნამდვილად არა.ალექსანდრეს დის ოთახში ვარ, საწოლიდან ვდგები და ტანსაცმელს ვიცმევ, ტანში მამცივნებს, არმითხრათ რომ ახლა მეც იგივე გზა უნდა გავიარო რაც იმ ვაჟბატონმა. მისი ბრალია ახლა სიცხე თუ მექნება.
ოთახს ვაწესრიგებ და გავდივარ, სამზარეულოში წელს ზემოთ შიშველ ალექსანდრეს სხეულს ვლანდავ, მისი პრესი მიმზიდველად გამოიყურება, გაზქურასთან დგას და ბლინებს ამზადებს, ისე ტრიალებს თითქოს 40 სიცხე გუშინ მე მქონდა. მეცინება და ვამჩნევ რომ ფეხშიშველია.
- ალექსანდრე ფეხზე ჩაიცვი შეგიბრუნდება ვირუსი. - დუმილს ვარღვევ და ბარის მაღალ სკამზე ვთავსდები.
- ჯანდაბა.. შემეშინდა, და დედაჩემივით ნუ მელაპარაკები, კაცი ვარ უკვე, ვირუსს აქეთ უნდა ეშინოდეს ჩემი?! - სიცილით მითხრა მან
- გუშინ სასაცილოდ საერთოდ არ გეცალა როგორც მახსოვს, წამლებს მოვიტან ისევ იცოდე და იმ ჩაის ვერ აცდები.
- ბლინებს თუ მიხედავ ჩავიცმევ. - შემობრუნდა და თვალი ჩამიკრა.
- ხანდახან საერთოდ მგონია რომ ჩემი უხეში უფროსი კიარა 3 წლის პატარა ალექსი ხარ. - სიცილით ვუთხარი და ჩანგალი ხელიდან გამოვართვი.
- მე რა უხეში ვარ?
- არაა, რას ამბობ, საერთოდ არა ისეთი მოსიყვარულე ხარ. - ცინიკურად ვეუბნები და ისევ ვიცინი
- ჩემი ბრალი არაა სვანის გენი თუ მიტევს ხანდახან, სხვათაშორის არც შენ ხარ ნაკლებად უხეში და ჯიუტი.
YOU ARE READING
არც უკვდავება არ არსებობს, უსიყვარულოდ.
Romanceწარსულს გაურბიხარ, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობ... მაგრამ წარსულიდან თავს არ განებებენ ბოროტი სულები, ცხოვრება კი სურპრიზებითაა სავსე, შენ კი ვერც ამჩნევ თუ როგორ ხდება წარსულზე მნიშვნელოვანი აწმყო, და ის აწმყოში შენთან ერთად მყარად დგას, ხო...