...¹...

419 58 267
                                    

_და შემდეგ რა მოხდა? _ ვკითხე მამას. 

_შეტყობინება მომივიდა ანონიმურად, კონვერტი გავხსენი და წერილი წავიკითხე, ადგილმდებარეობა ეწერა, წარწერით:" ან მე მოვკვდები ან შენ!". _ მპასუხობს ნიკოლაი. 

_და ბიძია კრისი როგორ წავიდა? _ ინტერესით ვეკითხებოდი და ვუსმენდი. 

_წერილი მაგიდაზე დამრჩა, მე უკვე მომზადებული ვიყავი, როგორც სიკვდილისთვის, ასევე მის მოსაკლავადაც! როდესაც კაბინეტში შევბრუნდი, იქ კონვერტი აღარ დამხვდა, მხოლოდ კრისის წერილი იდო: " შენ არ მოკვდები! ცოლ-შვილს გაუფრთილდი, თუ მე რამე მომივა, ეს ლიდერის გამო კი არა, საკუთარი ძმის დასაცავად გავაკეთე!"

მამა ემოციურად ყვებოდა ამ ამბავს, მე კი მთელი ინეტერესით ვუსმენდი. 

_ადგილი მახსოვდა, როგორც კი წერილი ვნახე, მაშნვე გავიქეცი... იქ მისულს, ტყეში რამდენიმე ცხედარი დამხვდა, კრისს მაინც მოეხერხებინა მათი დახოცვა, მაგრამ დენიელი გაექცა. მდინარესთან მივედი და დავინახე კრისი როგორ ესვენა დედაშენის მუხლებში... დანარჩენი ისედაც იცი. 

_ევა ერთი წლის იყო, არა? _ ვკითხე ღიმილით. 

_ჰო, ძალიან პატარა იყო. _ მიპასუხა და ტუჩის კუთხეები აეწია. _ სანამ მე ცოცხალი ვარ, დაგიცავთ! მაგრამ როდესაც ჩემი დრო გაივლის, შენ ჩაუდგები ყველაფერს სათავეში და მათი დაცვა შენ მოგიწევს, შენ...

_მე ახალი სისხლი ვარ! _ მე დავასრულე მისი წინადადება. 

_მართალია! _ მხარზე ჩამომადო ხელი და ფეხზე წამოდგა. _ წამოდი, შეხვედრა გვაქვს.

ფეხზე წამოვდექი და უკან გავყევი.

20 წლის წინ, "კაპა" იტალიის უმსხვილესი დაჯგუფება, ჩვენი მოკავშირე იყო, მაგრამ 10 წლის წინ ყველაფერი შეიცვალა.

სისხლის ღვრა დაიწყეს, ჩვენი ხალხი ამოხოცეს, ნიკოლაიმ კი ძალიან წარე გაკვეთილი ჩაუტარა, მათი იმ დროინდელი ლიდერი თავის ფეხებთან დააჩოქა.

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now