...¹⁵...

317 47 54
                                    

  თავიდანვე ეეჭვებოდა გრინს, თავიდანვე გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ის ფაქტი, რომ ნოემი ყველასგან ჩამოშორებული იყო და მხოლოდ მეისთან ჰქონდა ურთიერთობის უფლება, ძალიან საეჭვოდ ეჩვენებოდა. პირველივე დანახვისას მიხვდა, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, მაშინვე დაიწყო ამ გოგოს შესახებ ინფორმაციის მოძიება.

_საეჭვოა! _ ხმადაბლა პასუხობს ნოემი.

_მერე? მაინც აგრძელებ მასთან ურთიერთობას?

_კრის, მეგობარი ახლოს უნდა გყავდეს, მტერი კი კიდევ უფრო ახლოს. _ იცინის ნოემი. _ ძალა არ მაქვს, თუმცა ჭკუა ნამდვილად მიჭრის!

_ანუ იცოდი? _ ცალყბად ჩაიცინა კრისტიანმა.

_რა თქმა უნდა, გგონია სულელი ვარ? ახლა მე დამკვირვებლის პოზიციაში ვარ, მაგრამ მალე გადავალ შეტევაზე.

_რამდენი იცი?!

_მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი და მისი ყველა სატელეფონო საუბარი თუ შეტყობინება ანდრეამდე და მარკომდე მიდის, ისევე, როგორც ჩვენ სახლში მომხდარი ამბები.

_კარგი გოგო ხარ. _ იცინის კრისი. _ და ის თუ იცი, რომ მარკოს საყვარელია? _ წარბებს ათამაშებს კრისი.

_ვიცი.

_აჰ, კარგი. როგორც ჩანს, ყველაფერი იცი.

_რა თქმა უნდა. როგორც აღვნიშნე, კაპელოების ოჯახში მხოლოდ ანდრეა არ არის ჭკვიანი.

_მეჩვენება, რომ შენ ბევრად ჭკვიანი ხარ.

_ასეცაა. _ იცინის და ისევ ტრიალდება.

_იცი, რომ ხვალ ღამით თავდასხმაზე გადავალ? _ გამომცდელად ეკითხება კრისი.

_რა თავდასხმა? _ გაკვირვებული ეკითხება.

_ხვალ იარაღებს მიუტანენ, ჩემი ხალხი კი ყველაფერს მოპარავს.

_ჯერ დააცადე გადაიხადოს და შემდეგ შეუტიე! მაგ ნაბიჭვარმა ბევრი ფული უნდა დაკარგოს, თუმცა დამიჯერე, მისთვის რამდენიმე მილიონი არაფერია.

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now