...¹⁷...

299 50 108
                                    

       ღამით წვეულება გაიმართა, გოგონები სტრიპტიზიორს ელოდნენ ექიმის ფორმით, რომელიც წუთი-წუთზე უნდა შესულიყო... 

ბიჭები კი პირდაპირ სტრიპტიზ ბარში წასულიყვნენ, რაც არც ისე კარგი გადაწყვეტილება იყო, რადგან კეიტი ნიკოლაის ყოველ წუთას ურეკავდა... 

ნახევარი საათი გადის, კეიტი კი აღარ რეკავს, რაც ახლა ნიკოლაის უბიძგებს ეჭვიანობისკენ... 

_მოგიტყან! ამხელა კაცს, ეჭვიანობაღა მეკლდა! _ ბარიდან გავიდა, ჯიბიდან მობილური ამოიღო და ცოლთან რეკვა დაიწყო...

ნიკოლაი გაუჩერებლივ რეკავდა, მაგრამ ცოლი არ პასუხობდა. სიგარეტი აიღო, ასანთით ცეცხლი მოუკიდა და ბოლი ფილტვებში ჩაუშვა, განერვიულებულზე ნამდვილად შველოდა... 

ბარში ბრუნდება, თავისი მანქანის გასაღებს იღებს და ბიჭებს ეუბნება, რომ უთხრან, სად არიან გოგონები. 

_რა ხდება, მამა? დედას ესაუბრე? _ მივარდა კრისი. _ ნოემის ვურეკავ, მაგრამ არ მპასუხობს! 

_არც კეიტი პასუხობს! წავალ, დავრწმუნდები, რომ კარგად არიან და დავბრუნდები! 

_მეც წამოვალ, ისედაც ჯეიკობის ხათრით ვარ აქ. _ გვერდში ამოუდგა ბილი. _ ხომ იცი, არაფრის განწყობა არ მაქვს. 

_ბიძია ბილ, იმდენად ძლიერი ხარ, რომ შენი სევდის მიუხედავად, მაინც მოხვედი აქ. _ უღიმის კრისი. 

_ლაწირაკო, ჩემ ხელში გაიზარდეთ, როგორ ფიქრობ, მარტო დაგტოვებთ ოდესმე? _ პასუხობს ბილი. _ წავიდეთ ნიკოლაი, ვნახოთ ჩვენი მანდილოსნები როგორ არიან. 

_ჩვენც მოვდივართ! _ მირბიან ბიჭებიც. _ თუ გართობაა, მათთან ერთად გავერთოთ. _ ყვირის დევიდი და წინ გარბის. 

ნახევარი საათით ადრე, კეიტმა თავისი მობილური იქვე მიაგდო და ეჭვიანობის მაგივრად გართობა გადაწყვიტა... სინათლე გამოირთო, სადაცაა სტრიპტიზიორი უნდა შევიდეს... 

არც სინათლე ინთება და არც სტრიპტიზიორი ჩანს სადმე, მხოლოდ ხმა გაისმა, რომელიც შველას ითხოვდა: " დეიდა კეიტ, დამეხმარე!" 

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now