...³...

345 45 102
                                    

_ჯონ! _ ახლოს მივედი, მშვიდი, ჩვეულებრივი ნაბიჯებით, აუჩქარებლად. _ რამე იტკინე?

_ძმაო, არაფერია. _ მითხრა ჯონმა, მაგრამ მის იდაყვზე სისხლი შევნიშნე.

_მოდი! _ ხელი მოვკიდე და ჩემს უკან დავაყენე. _ შენ! აქ მოდი! _ ბიჭს ხელით ვანიშნე მოსულიყო.

ბიჭი ახლოს მოვიდა, წინ დამიდგა, ჩემზე ბევრად დიდი იყო ტანით, ეგონა მეც ისევე მომისვრიდა, როგორც ჯონს.

_გაიარე! _ მხარზე დააპირა ხელის დადება, მაგრამ მარცხენა ხელით გავუკავე, მატჯვენა კი იმ წამსვე ყელში ჩავავლე.

_ახლა შენ მუხლებზე დადგები და ჩემს პატარა ძმას ბოდიშს მოუხდი! _ მკაცრად გავაფრთხილე.

უემოციოდ იყურებოდა, არც კი მოძრაობდა, ის მე არ მაფასებდა... ხელი უფრო მეტად მოვუჭირე, მის ხორხს მალე გავტეხდი. ამოიხროტინა, შემდეგ კი თავი დამიქნია.

გავუშვი, ხელები ჯიბეებში ჩავიცურე და ყურადღებით დავაკვირდი. ბიჭი ჯონის წინ დაიხარა, დაიჩოქა და პატიება სთხოვა. ჯონმა სახე შეჭმუხნა და მე შემომხედა...

ბიჭს ხელი მაისურში ჩავავლე, წამოვაყენე და კედელს მივახეთქე...

_შენს ძმას ცემენ თუ თავად სცემს, არ უნდა ჩაერიო, გამოსირებულო! _ თავი ცხვირში ჩავარტყი და იმ წამსვე სისხლი წასკდა. _ ჩემი ძმაც რომ ეცემათ, მაინც არ ჩავერეოდი. თანატოლებს შორის ჩხუბი ხდება, ხანს ერთი სცემს, ხან მეორეს სცემენ. ამხელა სირი, ხუთი წლის ბავშვს სამაგიეროს უხდი? _ უკან დავიწიე და წიხლი სახეში მოვუქნიე.

ბიჭი ასფალტზე დაეცა, თავისი პატარა ძმა მივარდა და ჩაეხუტა, მე ჯონს ჩავკიდე ხელი და იქიდან წავიყვანე.

მანქანაში ჩავსვი, უკვე დრო იყო ევასთან წავსულიყავით.

მანქანაში ჯონმა ინტერესით გადმომხედა და მაშინვე მკითხა:

_შენ ვინმეს უცემიხარ? ნაცემი არასოდეს მინახიხარ.

_ვუცემივარ, ერთხელ. _ სიცილით ვუპასუხე. _ შვიდი წლის ვიყავი, როდესაც უფროსკლასელმა მცემა.

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now