...⁵...

267 46 68
                                    

   საღამოს გრილი სიო უბერავდა, კრისტიანი კი თავისი მოტოციკლეტით მიუყვებოდა გზას. გრძნობდა სიჩქარე როგორ აღელვებდა, ამავდროულად ამშვიდებდა და თავიაუფლების შეგრძნებას აძლევდა. გარშემო ყველაფერი ბუნდოვანი ხდებოდა, წამში სცდებოდა შენობებს და ადამიანებს, არც საცობში ხვდებოდა და რაც მთავარია, ადრენალინი სიამოვნებას აძლევდა.

ღამის კლუბთან ჩერდება, ჩაფხუტს იხდის, მოტოდან გადმოდის და თავს აქნევს თმის ასაჩეჩად.

რამდენიმე წუთში მისი "ლამაზმანის"  გვერდით, მანქანა ჩერდება და უკმაყოფილო დევიდიც გადმოდის.

_არ ითვლება, საცობი იყო! _ ბუზღუნებს.

_როგორ მაინტერესებს. _ იცინის კრისი და ხელს უშვერს. _ ჩემი ასი დოლარი, სად არის?

_პროჭობ! _ თვალები აატრიალა, ამოიოხრა და ფული ჯიბეში ჩაუკუჭა.

გოგოები დევიდის მანქანიდან გადმოვიდნენ. ევას სახეზე უკმაყოფილება ეხატა, ნოემი კი ვერ იგებდა, რას აკეთებდნენ ეს ბიჭები.

_ჩემი "პატარათი" უნდა წამოვსულიყავი! _ ამოიოხრა ევამ. _ ნოემი რომ არა, ჩემი "პატარათი" ყველას ჩაგხდიდით!

_გგონია, შენი მოტო ჩემსას სჯობს? _ გაეცინა კრისს.

_რა თქმა უნდა! შევიდეთ უკვე, ისედაც ნერვები არ მყოფნის.

ნოემი თავისთვის იდგა, ქმარს აკვირდებოდა. ცდილობდა მისი ხასიათი შეესწავლა, რათა მასთან დაახლოება შესძლებოდა.

კრისი ცუდი ბიჭი არ ჩანდა, მაგრამ არც კარგი იყო. ნოემიმ იცოდა, რომ ამ გზის გავლა მარტივი არ იქნებოდა და შედეგებიც უნდა მიეღო.

კლუბში ქაოსია, როგორც ყოველთვის. როგორც სჩვევია, მოსაწევის და ალკოჰოლის სუნი იდგა, თუმცა არც ოფლის სუნი რჩებოდა უყურადღებოდ.

ცეკვა, დალევა და გართობა, უკვე მოსაბეზრებელი გახდა. რაღაც ახალი იყო საჭირო, რაღაც ცვლილება.

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now