...⁴...

323 49 69
                                    

...

   ბოლოს რაც კრისმა გაიგო, იყო სამი სიტყვა: "ცოლ-ქმრად გაცხადებთ", შემდეგ კი თითქოს მის ყურებს სმენა აღარ შეეძლოთ.

სადამდე შეუძლია ძმას შეტოპოს, დის გადასარჩენად? მან მშვენივრად იცოდა, რომ ევას იტალიაში გაგზავნა, არ იქნებოდა კარგი აზრი. იცოდა, რომ იქ ისე ვერ იცხოვრებდა, როგორც აქ.

ახლა კრისტიან გრინი ცოლიანი კაცი იყო, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა და თავად ეზრუნა ქალზე, რომელიც ცოლად შეირთო, მაგრამ... გააკეთებს კი ამას?

საღამოს მიწურულს ყველა ცეკვავდა, ერთობოდა, მხოლოდ გრინების ოჯახს არ ახარებდა დიდად ეს ყოველივე.

კრისტიანს სახეზე ღიმილი აეკრა და ბიჭებს უდარდელად ესაუბრებოდა, ჯეიკის შეყვარებულიც ჩასულიყო და გოგონებს გვერდით ედგა, ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რა ხდებოდა საპირფარეშოში?

კაბინაში თეთრ კაბიანი გოგონა ჩამომჯარიყო, ცრემლებს მთელი ძალით იკავებდა, თუმცა მისთვის ძალიან რთული იყო...

მას მშვენივრად ახსოვდა მამის სიტყვები, მისი ბრძანებები, რომლებიც უნდა შეესრულებინა.

კაპელოებს, გრინებთან კავშირი მხოლოდ გაერთიანებისთვის არ სჭირდებოდათ. ანდრეა კაპელოს სწორად ვერავინ აფასებს, თავის სულელურ გამოხტომებსა და აზრებს უკან იმალება, მისი ჭეშმარიტი, რეალური სახე, ყველას ცეცხლში დაწვავს...

"პირველი რასაც გააკეთებ, პირველ ღამეს დაორსულდები, რათა გრინებს უკან დასახევი გზა მოვუჭრათ!" არიგებდა კაპელო ქალიშვილს ნიშნობის შემდეგ. " შენ ინფორმაციას მოგვაწვდი, მათ შესახებ ყველაფერს გვეტყვი, რასაც გაიგებ! ამ ქორწინებით, დრაკონების გულს მოვიგებთ, ნდობას გავამყარებთ და მარტივად ჩავიგდებთ ხელში იმას, რაც მათ ეკუთვნით!"

ამ დარიგებების შემდგომ, რას უნდა გრძნობდეს ახალგაზრდა ქალი? დამცირებულია. თავი შესაწირი ჰგონია, თითქოს სამრეკლოზე დასვეს და გრინების ძღვენად აქციეს.

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now