...⁸...

242 46 81
                                    

...

   კრისტიანი ცოლს უყურებს, თვალს არ აშორებს. იცის, რომ რაღაცას მალავს, მაგრამ ჯერ ვერ იგებს რა იმალება ამ მორცხვი, დამჯერი გოგოს მიღმა.

ნოემი ლოგინში წვება, ქმარს ზურგს აქცევს და თვალებს ნაბავს.

კრისი მისკენ ტრიალდება, ხელს წელზე ხვევს, სახე ყურთან მიაქვს და ისე ეჩურჩულება, რომ ტუჩებით ბიბილოზე ეხება...

_რას ხლართავ?!

_რა?! _ გოგო შეცბა, მოძრაობა შეწყვიტა, და ამ მომენტში, თითქოს ლოდი იყო, რომელსაც ვერაფრით დაძრავ.

_ვიცი, რომ რაღაცას ხლართავ! თუ გავიგებ, რომ რაღაც არასწორი გააკეთე, ჩემი ხელით დაგკიდებ სახრჩობელაზე! _ ყურს უკან ნაზად კოცნის და ხელს უშვებს. _ ფრთხილად ნოემი, ნუ გავიწყდება, სად და ვისთან ხარ!

_მე... არაფერს... ვაკეთებ.

_იმედი მაქვს. თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია, გირჩევ, წყნარად იყო, შენთვის!

ევას მობილურზე შეტყობინება მიდის, გოგო სწრაფად ნახულობს და წარბებს კრავს, ბანალურ შეკითხვაზე, რომელსაც ვერ იტანს.

devid:

გძინავს?

eve:

ხო, მძინავს!🙄

devid:

შენ და ცინიკურობა.
ხვალ შევხვდეთ,
მინდა გესაუბრო.

eve:

მამა არსად გასვლის
უფლებას არ გვაძლევს.
შენც კარგად იცი, რა
ხდება ჩვენს თავს.

devid:

კარგი, ტკბილი ძილი!

ევა თვალებს ატრიალებს, მობილურს ტუმბაზე დებს და თვალებს ხუჭავს.

_არა, როგორ შეიძლება, არაფერი მახსოვდეს? _ მოულოდნელად ლოგინზე ჯდება და თმაში ხელებს იცურებს. _ სირობაა!

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now