...⁹...

288 51 78
                                    

  ხმაური არაფრით წყდება, ბიჭები ერთი მეორის მიყოლებით ხოცავენ ხალხს. არანაირი დანდობა! 

ყველას უსწორდებოდნენ, შიშველი ხელებით თუ იარაღებით, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ისინი ბევრნი იყვნენ. 

რა თქმა უნდა, გამტაცებელი ვარაუდობდა, რომ მიაგნებდნენ, ამიტომაც თავად არც გატაცებაში მიუღია მონაწილეობა და არც შენობაში ყოფილა. მხოლოდ განკარგულებებს გასცემდა დისტანციურად. 

სულ წამები იყო გასული, ერთ-ერთი ოთახიდან სროლის ხმა გაისმა, შემდეგ კი ქალების კივილი. 

რაღაც მოხდა! 

ბიჭები სწრაფად გაიქცნენ ოთახისკენ, საიდანაც გასროლის ხმა მოესმათ, შეიარაღებული ადამიანი მაშინვე მოიშორეს და ერთიანად შეცვივდნენ ოთახში. 

კარის გაღებისას, ოთახი განათდა, პირველი ნიკოლაიმ შედგა ფეხი და როდესაც ცოლ-შვილი უვნებლები დაინახა, მაშინვე შვებით ამოისუნთქა.

სწრაფად გაიქცა, კეიტს და ევას მოეხვია, სახეები დაუკოცნა და იმ წამს, მიხვდა, რომ გულიდან ლოდი მოსწყდა.

დევიდმა თავი შეყო ოთახში, თვალებით ერთ ადამიანს ეძებდა, ევას ეძებდა. როდესაც დაინახა, მხოლოდ ჩაეღიმა, თუმცა მიახლოება ვერ გაბედა. შორიდან უყურებდა, მაგრამ თავადაც არ იცოდა, რატომ.

ყველანი თავის ოჯახის წევრებს ეხუტებოდნენ, ყველანი იღიმოდნენ, მხოლოდ ერთი იდგა კუთხეში, სრულიად მარტო.

შეშინებული, ამღვრეული ჭაობისფერი თვალებით იყურებოდა. თავი ოდნავ ჩაეხარა, იცოდა, მასთან არავინ მისულა. იცოდა, რომ მისი სიცოცხლეც კი ფეხებზე ეკიდათ.

_კარგად ხარ? _ გაიგო ნაცნობი ხმა და თვალები მას მიაპყრო. კრისტიანი თავიდან ბოლომდე ათვალიერებდა. _ დაჭრილი ხომ არ ხარ?

_კარგად ვარ. _ ჩუმად ამოილაპარაკა.

ერთიანად ცახცახებდა შიშისგან, ფეხები ეკეცებოდა.

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now