...¹⁶...

428 56 141
                                    

_რა ჯანდაბაა?! _ გაბრაზებული ყვირის ნოემი.

_კარი გააღე! სტუმარს ასე ხვდებით? _ იცინის მარკო.

კრისტიანს ხმა გაეგო, ფეხზე წამოდგა და ჩაცმა დაიწყო... შარვალი და მაისური ჩაიცვა და მთავარ კართან მივიდა.

კარი გააღო, წინ კი ამაყი მზერის ბიჭი დახვდა. კრისტიანმა თავიდან ბოლომდე შეათვალიერა, წარბები შეკრა და პირდაპირ უთხრა...

_მეძინა! იცი, როდესაც სტუმრად მიდიხარ, დროს უნდა დააკვირდე!

_რა უხასიათო ხარ! _ პირდაპირ შეჯლაგუნდა ბიჭი. _ სად ვწვები? ახლა დავიძინებ და ხვალიდან გავერთოთ.

_გეკითხა მაინც, მცალია თუ არა! ვერ ვიტან, დაუპატიჟებელ სტუმრებს!

_კარგი რა, შენი ცოლის ძმა ვარ. _ თვალებს ატრიალებს მარკო. _ დახვედრაც ასეთი უნდა! 

_წამოდი, ოთახს გაჩვენებ და დაიძინე, ადრე უნდა ავდგე. _ ეუბნება კრისი. 

_რატომ? 

_საქმე მაქვს! 

_რა საქმე? 

_იქ ნუ ათამაშებ ტრაკს, სადაც არაფერი გესაქმება, მარკო! _ გაბრაზებული უყურებს კრისი. _ წამოდი! 

_ჩემმა დამ არც კი გამომხედა. _ ამოიბუზღუნა და კრისს გაჰყვა. 

_დაღლილია, წელი სტკივა... არ დაგავიწყდეს, ფეხმძიმედაა. 

_აჰ, ჰო, გამახსენდა. 

დილით ბატონი გრინი სახლიდან გავიდა, ნოემი და მარკო კი იქ დარჩნენ. ტრადიციულად დილას ყავით იწყებს, აივანზე ზის და ხედს გაჰყურებს. 

დილიდან დევიდი არსად ჩანს, ბიჭების ზარებს აიგნორებს. მთავარი კითხვა კი ასეთია, სად არის, დევიდი?... 

ჰო, დევიდი ახლა კაფეში ზის, თუმცა მარტო ნამდვილად არ არის. გოგოსთან ერთადაა და ცივ ამერიკანოს სვამს. 

_ორუსლად ვარ! _ პირდაპირ ახლის გოგო და დევიდი მაშნვე ხველას იწყებს. ყავა გადასცდა. 

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now