...²³...

212 45 54
                                    

    ევა სახლში ისე მიდის, რომ ვერავინ ამჩნევს. ჩუმად იპარება თავის ოთახში, სახლის ტანსაცმელს იცვამს, შემდეგ ოთახიდან გამოდის და ნოემის ოთახისკენ მიდის... 

კარზე აკაკუნებს, პასუხის მაგივრად კი მხოლოდ ტკივილის კვნესა ესმის... სწრაფად შერბის და რძალს უყურებს... უემოციოდ შეხედა, ევა არ იყო ემოციური, მშვენივრად ხვდებოდა ყოველთვის, როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა ვისთან და სად... 

ნოემის ახლა შეცოდება არ სჭირდებოდა, არ სჭირდებოდა იმის დანახვა, თუ როგორ ეცოდება ხალხს. ევამ მშვენივრად იცოდა, ამიტომაც მივიდა პირდაპირ და მხიარულად ჰკითხა... 

_როგორ ხარ? 

_მტკივა! _ მოკლედ პასუხობს და ლოგინში იკუნტება. 

_რა გტკივა? მუცელი? 

_არა, ყველაფერი! სხეული, გული, ყველაფერი. 

_მალე გაივლის, ნოემი. ძლიერი გოგო ხარ, გადაიტან! მე აქ იმისთვის ვარ, რომ შენს გვერდით ვიყო, მე დაგეხმარები, რომ აქედან გამოძვრე! 

_ევა, ვერ დამეხმარები! ძალიან ვაფასებ, მაგრამ, ჩემი საქმე წასულია! 

_იმას ნუ იტყვი, რაც არ იცი. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ, მარტო არასდროს დაგტოვებთ, ამას ყველანი ერთად გადავლახავთ, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე!  

ევას მომღიმარი სახე მაშინ ქრება, როდესაც მობილურზე ტექსტური შეტყობინება მისდის და კითხულობს... 

" როგორც ჩანს, ჩემი შეტყობინებები არაფრად ჩააგდე, ძვირფასო. ისევ დევიდის სახლში გაატარე ღამე! საყვარელო ევა, მერწმუნე, მის ცხედარს მალე მოგიგდებ ფეხებთან!" 

_ნოემი, ახლა უნდა გავიდე, მალე დავბრუნდები! _ ფეხზე დგება და ოთახიდან გარბის... 

გარეთ გადის, სახლის ბაღში დგება და რეკვას იწყებს... ზარზე მალევე პასუხობენ, სიცილით და ხუმრობით...

_რა იყო, მოგენატრე? 

_დევიდ, აქ მოდი! 

_"აქ" სად? _ იცინის დევიდი. 

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now