...¹⁴...

209 45 114
                                    

   კრისტიანი დილაადრიან გადის სახლიდან, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ მისი ცოლი გაიღვიძებს. ცდილობს თავი შორს დაიჭიროს, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი დაუშავებია, მაინც უნდა რომ გაერიდოს. 

დანიშნულების ადგილამდე მიდის, მანქანიდან გადმოდის, სიგარეტს ტუჩებს შორის იქცევს, უკიდებს და შემდეგ კარზეც აკაკუნებს. რამდენიმე წუთში კარები იღება, ახლად გაღვიძებული ბიჭი მთქნარებით უყურებს და წარბებს კრავს...

_კრის, ჯერ არ გათენებულა ბოლომდე! 

_დევიდ, ჩაიცვი! საცვლით ვერ წამოხვალ საქმეზე! _ იღიმის და ბოლს უშვებს პირიდან. _ ყავას გზაში გიყიდი. 

_რა მოხდა ასეთი? _ ისევ მთქნარებით კითხულობს დევიდი. 

_შეტევაზე გადავდივართ! 

_რა შეტევა? 

_იტალიას ვაჩვენებთ, როგორია ჩვენი ძალა! 

_ცუდი სიზმარი ნახე? კრის, არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ იტალიასთან ახლა მტრული ურთიერთობა არ გვაქვს! ნუ ჩააჯვავ საქმეში.

_ამიტომაც ვიმოქმედებთ ფარულად! ტაქტიკა უნდა შევიმუშავოთ, ყველამ ერთად. 

_ნიკოლაიმ იცის? 

_არა, იქამდე ვერ გაიგებს, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ყველაფერი კარგად მიდის! _ ოხრავს კრისტიანი. _ სწრაფად დევიდ. 

დევიდი და კრისი სახლში შედიან, დევიდი ჩაცმას იწყებს, კრისტიანი კი დივანზეა წამომჯდარი და ელოდება... გრინი მშვენივრად ამჩნევს ყველაფერს, ნუთუ მართლა ჰგონიათ დევიდს და ევას, რომ უმცროსი გრინი ვერაფერს ამჩნევს? არა, კრისი დაკვირვებულია და მშვენივრად ამჩნევს მათ ურთიერთობაში ცვლილებებს. 

ეს დაძაბულობა, მუდმივი კინკლაობა და გაღიზიანება ასე უბრალოდ არ მოდის, რაღაც ხდება. როგორც ვიცით, კრისტიანი ჯერ აკვირდება, შემდეგ კი შეტევაზე გადადის, თუ რა თქმა უნდა, თუ მოთმინება ეყოფა, რაც ხშირად საერთოდ არ ჰყოფნის.

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now