...²⁵...

281 49 51
                                    

    ქალაქში ახალი ამბავი ძალიან სწრაფად ვრცელდება, რა თქმა უნდა, ნიკოლაის ყურამდე მაშინვე მიდის... გრინი გიჟივით გარბის, უნივერსიტეტისკენ მიდის. 

ამბავი ყველამდე აღწევს, ოჯახის ყველა წევრამდე მიდის... კეიტი მუხლებზე ეცემა და ისეთი ხმით ღრიალებს, დაცვის ბიჭები მაშინვე სახლში შერბიან... 

კრისტიანი ფრანგს ეთამაშება, როდესაც მობილური ურეკავს, მობეზრებით პასუხობს მეთის ზარს, მაგრამ ადგილზევე იყინება, როდესაც სიახლეს იგებს... ფრანგს ტყვიას ესვრის პირდაპირ შუბლში და ქალაქის ცენტრისკენ გარბის... 

დევიდი? რა ხდება დევიდთან? დევიდი უნივერსიტეტთან მართლაც ხუთ წუთში მისულიყო, ახალი ამბები კი იმ წამსვე გაიგო... ასფალტზე იჯდა, უემოციო სახე ჰქონდა, არ მოძრაობდა, არ საუბრობდა და არაფერზე რეაგირებდა... 

ნიკოლაი მიდის თუ არა, მანქანიდან გადმოდის, დევიდს საყელოში ავლებს ხელს, ფეხზე აყენებს და ღრიალით ეკითხება...

_სად არის, ჩემი ქალიშვილი?!!! 

დევიდის რეაქცია იგივეა, არ რეაგირებს... 

_დევიდ, სად არის, ევა?!!! 

_ბატონო გრინ. _ მიდის პოლიციის ოფიცერი. _ თვითმხილველებმა თქვეს, რომ დაინახეს, როგორ ესროლეს მის გრინს, შემდეგ კი როდესაც დაეცა, ხელში აიტაცეს და ავტომობილში ჩააწვინეს. მათი თქმით, მის გრინი მოკლეს! 

_ვინ იყო?! ვინ ესროლა?! 

_მისტერ გრინ, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობთ. თქვეს, რომ ნიღბები ეკეთათ, ავტომობილის სანომრე ნიშნები კი სრულიად ცარიელი იყო. 

_ფეხებზე მკიდია, როგორც გინდათ ისე მომიყვანეთ ეგ ნაბიჭვრები და ფეხებთან დამიყარეთ! ოფიცერო, არც კი იფიქროთ, რომ სასამართლოს გადავცემ, ცოცხლად გავატყავებ! 

კეიტი მუხლებზე გდია, აზრზე ვერ მოდის, ისე ტირის, ჰაერსაც კი ვეღარ ისუნთქავს... გვერდით ნოემი უდგას, ვერ ხვდება რა ხდება, მას არაფერი გაუგია... იმას კი ხვდებოდა, რომ რაღაც საშინელება მოხდა, მასთან დაიხარა და მხარზე დაადო ხელი...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 05 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now