...²...

309 52 96
                                    

შავი კეპი დავიხურე, სიგარეტის კოლოფი ამოვიღე ჯიბიდან, კოლოფიდან ერთი ღერი ავიღე და მოვუკიდე.

დავქაჩე, ნაპასი ამოვარტყი და ბოლი ჰაერში გავუშვი. ცას შევხედე, ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, ნამგალა მთვარე ანათებდა და ლამაზ სანახაობას იძლეოდა.

_ახალგაზრდავ! _ გავიგონე ყვირილი და უკან გავიხედე სიცილით.

_დევიდ! _ მისკენ წავედი.

_დანარჩენები არ მოსულან? _ მკითხა სიცილით და შავი თვალები გააცეცა.

_ჯერ არა. _ ვუპასუხე და შევათვალიერე.

შავგვრემანი, მოზრდილი თმით, ლამაზი ცხვირით, შავი თვალებით, მამაკაცური მოყვანილობის ყბებით, საშუალო ზომის ტუჩებით, მაღალი, მხარ-ბეჭიანი და ზომიერად კუნთიანი.

თეთრი პერანგი აცვია, მკერდთან შეხსნილი, დახეული შავი ჯინსის ფართე შარვალი და თეთრი ბოტასები...

_ოო, ჩვენო სიმპათიურო, ამაღამ გოგონები შენია. _ მხარზე ხელი მივარტყი და სიცილი დავიწყე.

_ჯეიკი, მეთი და იანი გვაკლია. _ ამოიოხრა და თავადაც მოუკიდა სიგარეტს. ღამის კლუბის კედელს მიეყრდნო და გოგონების თვალიერება დაიწყო.

ჯეიკ ბრაიენი ჩემი ბიძაშვილია, ლიამის შვილი. ზოგჯერ მე და ის ძმები ვგონივართ, რადგან ძალიან ვგავართ. ჯეიკი ახლა 21 წლისაა.

მეთ გრინი, მამაჩემის ძმის შვილი, ისიც ჩემი ბიძაშვილია, მაგრამ საერთოდ არ ვგავართ. მეთი იმაზე მეტად ჰგავს ნიკოლაის და დილანს, ვიდრე მე. მეთი 25 წლისაა.

იან ბრაიენი, ბიძაჩემი. მისი გარეგნობა ცნობილია და ახლა ის უკვე 28 წლისაა. რაც მეტად იზრდება, მით უფრო მეტად ემსგავსება დედამისს.

და ბოლოს, ჩვენი ბუნტის თავი დევიდ სმიტი, ის 23 წლისაა.

ბიჭებში ყველაზე პატარა ვარ, ასე ვთქვათ ნაბოლარა. თუმცა, მათ შორის ყველაზე დიდი ბუნტის თავი ვარ. თუ ჩხუბი ხდება, რა თქმა უნდა, მე ვიწყებ.

the cage: new blood (2)Where stories live. Discover now