Untitled Part 1

4.1K 95 7
                                    


Tavi 1

"...ცხოვრება ხანმოკლეა - დაარღვიეთ წესები.........ადვილად აპატიეთ და ნელა აკოცეთ..............გიყვარდეთ ღრმად, იცინეთ ხშირად და არასოდეს არაფერი ინანოთ - ეს ღიმილს მოგგვრით......... "

დილით ადრე ადგა, ჩალისფერი თმა მაღლა აიწია და სამზარეულოსკენ გავიდა, საუზმე მოამზადა, ჩაი, სუხარი, თაფლი, კარაქი, ყველაფერი მაგიდაზე იდო და პატრონს ელოდა. როცა ცხრა დაიწყო მაშინღა შევიდა ფრთხილად ოთახში, ორივეს ეძინა, საწოლთან ჩამოუჯდა, პატარა 6 წლის გოგონას ასე ღრმად რო ეძინა, თმა შუბლზე გადმოყროდა და ტუჩები ოდნავ გაბურცვოდა ძილისგან, რამდენიმე წამს უყურა მერე ხმა გაიგო მეორე საწოლიდან ბიჭმა დაბურულ ღიმილნარევი სახე შემოანათა.

–ადექი დე დაგაგვიანდება, მზრუნველად მოუსვა თმაზე ხელი და შუბლზე აკოცა.

–ანასტასიას გააღვიძებ?

–ხო დააგვიანდება, მაგრამ ისე თკბილად ძინავს, შეხედე, წარმომიდგენია რა სახე ექნება რო გავაღვიძებ, დემეტრემ დედას გაუცინა და ფეხზე წამოდგა, აბაზანიდან რო გამოვიდა ანასტასია უკვე სუფრასთან იჯდა კარაქიანი პურით ეღრიჯებოდა. ნამდვილი ომი იყო მაგიდაზე დემეტრე და ანასტასია ხელებს არ აჩერებდნენ, ხან საიდან მოხვდებოდა წკლიპურტი პატარას ხან საიდან და უჯავრებოდა თავის უფროს ძმას, ისე სასაცილოდ რო დემეტრე ვერ ითმენდა რო არ გაებრაზებინა.

–ნუ მაბრაზებ თორემ დედას ვეტყვი, უთხრა პატარა ქოფაკმა.

–რას მეტყვი ტასო? ელენემ მხარზე ხელი მოუსვა და სკამზე ჩამოჯდა მის გვერდით.

–გუშინ დემეტრეს მასწავლებელმა უთხრა რო მეტი აღარ გააცდინოს სკოლა, დაფქვა რაც იცოდა და რაც არ იცოდა „გაბოროტებულმა" პატარამ. ელენემ მხოლოდ გაიღიმა, ნიკაპზე ხელი მოუსვა თბილად და მშვიდად უთხრა.....

–ეგ ხო ისედაც ვიცოდი დედიკო, მაგრამ შენ მაინც მადლობა, ანასტასია გაწითლდა შექების გამო, მაგრამ მიხვდა ნათქვამის უაზრობას და დემეტრესთვის აღარ შეუხედავს სირცხვილისგან. დემეტრეს ლუკმა არ გადადიოდა ყელში, ჩაი ძლივს მოსვა და კბილების გასახეხად ადგა, არ გაკვირვებია დედის ნაბიჯების ხმა რო გაიგონა, თავის ოთახისკენ გადაუხვია , ელენე მშვიდად შევიდა ოთახში კარი გადაკეტა...

მეჯვარეებიWhere stories live. Discover now