Untitled Part 22

1.3K 43 1
                                    


Tavi 22

-კარგი, დაგელოდები ნიკა. ოთახიდან აუჩქარებლად გავიდა.....მათესთან ერთად თითქმის მთელი ღამე ილაპარაკა.

-რაო პელე? როგორი ჩაფიქრიანებულშეფიქრიანებულდამწუხრებული ხარ, სადღაც და ვიღაცასთან შენმა მიდგომებმა არ გაჭრა? მათემ ტელევიზორს დაუწია და საწოლზე მოკალათდა. თან იცოდა გააბრაზებდა პელეს დაძახებით მარადონას ჩუმ გულშემატკივარს.

-ბარბარეს საქმე როგორ იქნება მათე. არ ვიცი ძალიან ბევრს ვფიქრობ, სულ ყველაფერი მერევა.

-არ ვიცი ნიკა ალბათ დრო ყველაფერს დაალაგებს.

-ვერ ვაპატიებ. და ეს აზრი ძვალს ღრნის.

-კარგი რა რა დროს პატიება, მეც არ ვაპირებ მაგას.

-გეფიცები შენი გულის მშურს მათე, შენ ისეთი რაღაცნაირად სხვანაირი ხარ, შენ აპატიებ, უფრო გაუბრაზდი, მაგრამ სხვანაირად. შენნაირი ადამიანები ბედნიერები არიან.

-ახლა არ გინდა ეს ყველაფერი გასაგებ ენაზე მითხრა? რას ბოდიალობ ვერ გავიგე.

-მოკლედ მათიუშ შენ ხარ მათე და მორჩა!

-თერმომეტრს აიღებ თუ მოგაწოდო? ბჟუტურა რაღაცები შეგეყარა შენ სულ ასე ხარ, ასე იცოდი ხოლმე, რომ გეძინებოდა, კარგ მთვრალ ქართველ თამადას შეშურდება ისეთს ახეთქებ ხოლმე.

-ყველაფერს ნიჭი უნდა უნიჭობასაც კი.

-ჩავიწერო თუ დაიმახსოვრებ?

-მათე რომ ძალიან მიყვარხარ, ხომ იცი და რომ მენატრება ჩვენი ბავშვობა. ჩვენ სამნის, არის რაღაცები ჩვენში რაც უბრალოდ" დიდ ადამიანებად" ყოფნას გვაძულებს. არის რაღაცები რაც გაზრდილებს არ შეგვიძლია დავივიწყოთ და გადავიტანოთ.

კიდევ დიდ ხანს ილაპარაკეს.

-ბარბარე ოთახიდან არ გამოდიოდა, ელენე შედიოდა, რამდენიმე სიტყვით თუ შემოიფარგლებოდნენ, ძირითადად საჭმლის ჭამის დაძალებით, რომ ბავშვისთვის უჭმელობა საზიანო იყო.

მეჯვარეებიWhere stories live. Discover now