Tavi 25
უკვე, რომ გაიგო სამყაროში დემეტრეს არსებობა.....სიხარულამდე პასუხისმგებლობა იგრძნო....ისეთი დიდი თითქოს რაღაცამ მხრებში მოხარა...მერე სიხარულის ჟრუანტელმა დაუარა...გააჟრჟოლა, სხეულში სისხლმა იგრძნო, როგორ მოიარა ორგანოები, როგორ უნდოდა ენახა, დაენახა....პატარა თითები ენახა, უნდა წარმოედგინა რომ ოდესმე ეს პატარა არსება ღირსეულ კაცად უნდა ქცეულიყო....შვილს, რომ დახედა მერე ყველაფერი დაავიწყდა, დალაგებული აზრები, გააზრებული პასუხისმგებლობები, აღარაფერი ახსოვდა..მარტო უყურებდა და უნდოდა სიხარულით ეყვირა. ჯერ არც კი შეხებოდა და შეეძლო ყველაფერი ეჩუქებინა რაც გააჩნდა, სიცოცხლეც, ჰაერიც, მზეც ყველაფერი...უკვე იცოდა, რომ მისი ცხოვრების რაღაც ნაწილი გაქრა და ამ პატარა, მოცუცქნულ არსებაში დემეტრეს, რომ ეძახდა უკვე იქ გაგრძელდა. იგრძნო რომ იმ დღიდან ნიკა მენაბდე აღარ იყო, იყო ნიკა დემეტრეს მამა მენაბდე.....როგორ შეაჟრჟოლა.. „მამა" რომ წარმოიდგენდა, რომ დაუძახებდა სიგიჟემდე აღელვებდა ყველაფერი....რამდენ ადამიანს უძახიან სამყაროში „მამას" უამრავს..წარმოუდგენლად ბევრს, არაადამიანურად ბევრ ენაზე და მაინც როგორი გაუცვეთავი იყო ეს „წოდება"....ყველაზე საამაყო. პალატაში ფეხაკრეფით შევიდა.... ელენეს ჩასძინებოდა, სახეგაფერმკრთალებული იყო, რამდენიმე წუთში გაეღვიძა, ამბობენ რომ მძინარეს დაჟინებული ყურება აღვიძებს, ნიკა კი თვალმოუშორებლად უყურებდა....მშვიდი ბედნიერება დაფარფატებდა მის ღიმილში..-ნახე? გაუბედავად ჰკითხა ელენემ.....ნიკა უხმოდ იჯდა მის საწოლზე და ხმას არ იღებდა...
-ნიკა გაჩვენეს? როგორი პატარაა არა..?რომ დამაწვინეს გულზე მეგონა სამყარო გაჩერდა...
-ელენე რა მაგარია სიცოცხლე ხვდები? რამდენი რამ არის რასაც ადამიანი ვერ ელევა....ისეთი პატარა თითები როგორ უნდა იქცეს ასეთად..და თავისას ისე გულწრფელი ღიმილით დახედა....