Tavi 2
მანქანის გასაღები ძლივს აიღო ხელი უკენკალებდა, მთელი გზა საკუთარ თავს აწყნარებდა, იმას იხსენებდა რასაც სხვებს ურჩევდა, წარმოიდგენდა რო მასთან მისი პრობლემის ადამიანი რო მივიდოდა და რას ეტყოდა, არაფერი მოქმედებდა თავს ვერ აწყნარებდა, ეტირებოდა, მერე თავის თავზე გაბრაზდა ძლივს გადაყლაპა უადგილოდ გაჩხერილი ბურთი და მხიარულად შევიდა შენობაში.–თეო სია შემომიტანე დღეს ვინც იქნებიან ჩაწერილები, ჩანთა დივანზე მიდო და სავარძელში მოთმინებით ჩაესვენა, დღის გრაფიკს გადახედა და ხალხის მიღება დაიწყო. ყოველთვის იცოდა რო საქმე და პირადი ცხოვრება ერთმანეთში არ უნდა აერია და ეს ყოველთვის გამოდიოდა, იცოდა რომ ამ შენობაში ფსიქოლოგი უნდა ყოფილიყო და არა ცოლი, არც დედა და არც ქალი, ამიტომ ყველა პრობლემა გვერძე გადადო და ახალგაზრდა გოგონას გაუღიმა.
მთელი დღე ემოციური იყო, თავს რაც უფრო აიძულებდა არაფერი შეტყობოდა უფრო მეტად ითრგუნებოდა შინაგანად. უამრავი შეტყობინება მიიღო სანდროსგან, რო გამოვიდა მანქანასთან მომღიმარი ალექსანდრე დახვდა. ელენემ ძლივს დაფარა გაოცება და სიხარული მისი დანახვისას.
–გამარჯობა! ჩაეღიმა და საკუთარი მანქანისკენ გაიშვირა ხელი.
–გამარჯობა სანდრო, აქ რა გინდა?
–რამდენი შეტყობინება გამოგიგზავნე, არ მპასუხობდი, არ გინდა სადმე სალაპარაკოდ წავიდეთ?
–არა სახლში ბავშვები მელოდებიან ისედაც დავაგვიანე.
–სხვა დროს ისინიც წამოიყვანე, უკეთესი იქნება თუ ერთმანეთს გავუგებთ, რა იცი რა ხდება ცხოვრებაში, ჩაეღიმა სანდროს და წინ გადმოწეული თმა გადაიწია.
–არ მგონია რო ამის საჭიროება იყოს ალექსანდრე, უკვე მერამდენედ გიმეორებ.
–შენ სიჯიუტეზე რამე გსმენია? ვერ წარმოიდგენ მე რა ჯიუტი ვარ, დედა სულ ამაზე მეჩხუბებოდა. ელენეს გაეღიმა, უხმოდ ჩაჯდა მანქანაში და სახლისკენ წავიდა.