Untitled Part 21

1.1K 43 0
                                    


Tavi 21

ვერ იქნება ჩემი სახლი ის სადაც ერთმანეთს შეეჩვივნენ, ოჯახი არ იქნება სადაც ერთმანეთი ცოტათი უყვართ.

ელენე ნიკას საქციელზე ბრაზდებოდა, ითრგუნებოდა, წყინდა..ყველაფერი ზედმეტად მოქმედებდა მასზე. ბარბარეს მდგომარეობა უარესდებოდა, სულ ჩაკეტილი იყო, ტიროდა, საკუთარ თავს ბევრ რამეში ადანაშაულებდა, ელენე ცდილობდა მას მაინც დახმარებოდა, ოთახში დიდ ხანს ლაპარაკობდნენ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა არ ელაპარაკებოდა ბარბარეს, ელენეს ამას არასოდეს უშლიდა..უფრო მეტიც წლები რომ გავიდა გრძნობდა ელენე, რომ ნიკას საშინლად სიამოვნებდა მისი ყურადღება ბარბარეს მიმართ. მაია მოვიდა ელენესთან, თან ბარბარეს გამხიარულებაც უნდოდათ, ნიკა და ის პატარა ბავშვებივით კინკლაობდნენ, სულ პუტკუნა ლოყებზე დაცინოდა მენაბდე....მაგრამ უნდა ეღიარებინა, რომ ლამაზი იყო, მართლა ძალიან ლამაზი....უბრალოდ გრძნობდა, რომ მაიას ყველაზე მეტად ეს აღიზიანებდა და ამას არ ეშვებოდა. ხან რას ეძახდა და ხან რას, ბურთი, ბუთქუჩა, გორგოლა....ფანტაზია მის ხასიათზე იყო დამოკიდებული.

-ელენე რა გჭირს რა მოწყენილი ხარ? ბარბარე, ელენე და მაია ერთად იკეტებოდნენ ოთახში როგორც ადრე...

-არ ვარ მოწყენილი...გაიბუსხა ელენე.

-შეხედე შენს ქმარს, რა დღეშია ორი წუთის მოსულიც არ ვიყავი წყობიდან გამომიყვანა უკვე....შენ კი ესეთ დაღვრემილი რატომ დადიხარ, ფერიც არ გადევს.....

-მაგისი ბრალია არ მირიგდება...შენთანაა მხიარული მე არც მელაპარაკება...

-ოჰოოო, რაღაც შენ სხვანაირად ლაპარაკობ ელენე...ორი ვარიანტია ან ფეხმძიმედ ხარ ან შეყვარებული, ან ორივე ერთად...ელენეს სახე წაეშალა....

-არ ვიცი, რომც მიყვარდეს გადამიყვარდება ისე მექცევა...გაჯავრდა ელენე...

-და პირველი არა? უკვე საკმაო დროა გასული დაქორწინდით.

-არა, გამორიცხულია ეგ.

მეჯვარეებიWhere stories live. Discover now