Tavi 10
„მიჰყევი დინებას და ნუ შეეცდები შეცვალო სამყარო, ის მაინც ისეთი დარჩება როგორიც არის" ჩარკვიანი. ი.
სახლში დაბრუნებულმა ელენემ აღარ იცოდა რაზე ეყარა ჯავრი, ბრდღვინავდა, ბრაზდებოდა, ნერვები მთელი ძალით ეშლებოდა. ზუსტად იცოდა რომ მისნაირ კაცებს ვერ იტანდა, ზუსტად იცოდა ეს! მაგრამ მაინც ფიქრობდა და მოუსვენრად იყო. ნიკას უცნაური „სისუფთავე" სულ აგიჟებდა. „რა ჯანდაბაა გეგონება ჩვენ ბინძურები ვიყოთ,თვითონ გვყავდეს რა კრისტალურად სუფთა" „ვერ შეეხება, მწვადს ვერ შეეხება, აუ რა დეგენერატია რა" ელენეს სულ ისეთ ბიჭები მოსწონდა ექსკურსიაზე ან ლაშქრობაზე განსაკუთრებით ყურადღებით რომ გამოირჩეოდნენ, თავად გოგოების შეწუხების გარეშე,, რომ აგვარებდნენ „მწვადის" საკითხს, ეს მენაბდე კი იმდენად სხვანაირი იყო ელენე გაბრაზებისგან თავს ვერ იკავებდა, მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ უხსნიდა რაზე გაბრაზდა.
„საახლობლო" სულ უფრო შეიკრა ვიღაცის ჩუმი „მეოხებით." დრამანი მალევე წავიდა, მაგრამ ბიჭები დარჩნენ, ბელთაურს ესეც ჰყოფნიდა ბედნიერებისთვის, ნიკა დასცინოდა ქალი, რომ ყოფილიყავი ქმარს ეჭვიანობისგან კედლებზე სიარულს ასწავლიდიო. იმის გამო რომ ნიკა სხვანაირად დაინტერესდა ელენეთი, ბარბარეც და მაიაც ყველგან დაყავდათ, ცოტნეც ხვდებოდა ყველაფერს და მოვლენებს არც ხელს უწყობდა და არც უშლიდა. ოჯახები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, მაიამ რადგან თავის შვილს „ადამიანური" მოწონება შეატყო უკვე ლორთქიფანიძეებს აღარ მოშორებია, აღარ აინტერესებდა როგორ გამოლანძღა პირველივე დღეს ელენემ, მთავარი იყო ნიკას ინტერესი. აღარც გოგოებით აწუხებდა და მენაბდეს გულწრფელად უკვირდა. „დე შენი მინი რეესტრი გოგოების რაღაც შეფერხხებით მუშაობსო" ამას ეტყოდა და სწრაფად გაიქცეოდა გარეთ, მაიას ანთაბული თვალები, რომ არ დაენახა.