Tavi 20
"რაც უფრო მეტად მეყვარები გეტყვი მით ნაკლებს" შექსპირი.-ძალიან მრცხვენია ამის გამო. ძლივს ამოილუღლუღა ელენემ. ნიკა წამომჯდარი იყო, საწოლზე ჩაცურდა და მეორე მხარეს გადატრიალდა.....თმა, რომ სველი ჰქონდა ამაზე ფიქრობდა ელენე, ახლოს მივიდა ნიკას თავზე ხელი მოუსვა..მენაბდე ისეთი გადამწვარი იყო, ისე შეეცოდა ელენეს..
-ყველაფერი დალაგდება ნიკა..გაუზარებლად მიწია სახე და ლოყაზე აკოცა. ძლივს მოახერხა თავი გამოეწია, ძლივს აიძულა თავი მოშორებოდა, მენაბდე კი არც გარხეულა... ფანჯარა მიკეტა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ძილთან ბრძოლის დათმობა. დილით თმა ისე ჰქონდა, როგორც ეძინა, არეული და აბურდული, ვერაფრით დაალაგა და ისევ წყალს მიუშვირა თავი..... ელენეს, რომ გაეღვიძა ნიკა უკვე გასული იყო..არაფერი დაუბარებია, არაფერი უთქვამს ისე დატოვა. დაბლა სწრაფად ჩავიდა, სახლი სარიტუალო სახლს ჰგავდა, სადაც გარდაცვლილი მხიარულება იყო, მის გარეშე კი ყველა რაღაცას გლოვობდა. მათე და ნიკა ხმადაბალი საუბრით გამოვიდნენ კაბინეტიდან. თუმცა მალევე შეწყვიტეს..მათე ოდნავ დამშვიდებული იყო, უხმოდ მიუსხდნენ მაგიდას....ხმა არავის ამოუღა, ყველა იმიტომ ჭამდა, რომ ის წესი არ დაერღიათ რასაც შეიძლებოდა, ხმის ამოღება დაჭირებოდა, ვინმეს დაელაპარაკა.....
-გუშინ მემგონი ძირითადი საკითხები გავარკვიეთ! დაიწყო დემეტრემ. ბარბარე ჩვენთან იქნება, უნდა შევძოთ, რომ ყველაფერი ისევ ძველ სახეს დავუბრუნოთ.
-მამა ამას ვერ შევძლებთ. მათემ ჭიქა მტკიცედ დადგა.
-მაშინ ისე მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ საუკეთესო გამოსავალი ვნახოთ ერთად ცხოვრებისთვის. მშივიდად თქვა დემეტრემ. მაიას ცრემლები მოდიოდა.
-შევძლებთ მათე, მთავარია ყველა ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ, სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა, დრო მაინც დაალაგებს ყველაფერს....ნიკას ეტყობოდა, რომ ცდილობდა სიტოაციის განტვირთვას.